თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიას სათავეში ჩაუდგა.
პარტიულ სიაში ასევე შევიდნენ მთავრობის ყოფილი წევრები მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი და ასევე დეპუტატები: ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი.
„ჩვენ მზად ვართ, ისტორიული სიტყვა ვთქვათ 8 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ პირველად გავდივართ დამოუკიდებლად არცევნებზე“, — განაცხადა ალასანიამ პარტიის მეოთხე ყრილობაზე, სადაც პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინეს.