ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

© FB/Спецслужба госохраны სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები
სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბედუკაძემ განაცხადა, რომ ახლა მას საშიშროება ემუქრება და ამაში ბრალი ქვეყნის მთავარ პროკურორს დასდო.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საპატიმროებში გადაღებული ვიდეჩანაწერებით სკანდალურად ცნობილმა ვლადიმერ ბედუკაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებით მას სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს.

ცესკო - Sputnik საქართველო
„ცენტრისტები“ არჩევნებიდან მოხსნეს

ბედუკაძე სახელმწიფო დაცვით 2013 წლის ივნისიდან სარგებლობდა. იმ წელს ბედუკაძეს, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით ყველა ბრალდება მოუხსნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაცნობეს უშუალოდ ვინც ახორციელებდა, იმ ადამიანებმა. გამოძიება თვლის, რომ აღარ არსებობს გარემოებები, რომ მე ვიყო განსაკუთრებული დაცვის პროგრამაში. საფრთხე არსებობს, ამიტომაც დავაკისრე პასუხისმგებლობა შოთაძეს“, — განაცხადა ბედუკაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან სატელეფონო ინტერვიუში.

ტელევიზორი - Sputnik საქართველო
„ცენტრისტები“ და წინასაარჩევნო რეკლამა - ახალი სკანდალი საქართველოში

საქართველოს მთავარ პროკურატურაში კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

ბედუკაძე ამჟამად ყველაზე სკანდალური პარტია „ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერია. პარტიის წინასაარჩევნო რგოლმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთისდროშებიანი ტანკების ფონზეა გადაღებული, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. დღეს ცესკომ პარტია არჩევნებიდან მოხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0