ომსკში ნიკო ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინიკო ფიროსმანი
ნიკო ფიროსმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში არსებული ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოფენილია ომსკში ქალაქის 300 წლისთავის აღსანიშნავად.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. 2 აგვისტოს მიხაილ ვრუბელის სახელობის სახვითი ხელოვნების ომსკის საოლქო მუზეუმში განთქმული ქართველი ფერმწერის ნიკო ფიროსმანის ტილოების გამოფენა გაიხსნა.

ფიროსმანის სურათების ექსპოზიცია ომსკის ოლქში მოსკოვის დღეების ფარგლებში ტარდება და ქალაქის 300 წლისთავს ეძღვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი ცხრამეტი ნამუშევარი მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექციის ნაწილია. ყველა ტილო შექმნილია ფიროსმანის მიერ 1910-იან წლებში, მისი შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში.

Sotheby’s-ის აუქციონი - Sputnik საქართველო
ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნახატები „სოთბისის“ აუქციონზე გაიყიდება

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია პრიმიტივისტის სურათები ქართული სუფრის, აღდგომის, ცხოველების თემატიკით, ასევე პირველი მსოფლიო ომის თემაზე.

მდინარე ირტიშზე გაშენებულ ქალაქში ფიროსმანის შემოქმედება პირველად არის გამოფენილი.

„ექსპოზიციაზე წარმოდგენილია უნიკალური ნამუშევარი – დუქნის აბრა, რომლის მეპატრონე ვინმე სოზაშვილი იყო – Компания заходите! საინტერესოა თვით სოზაშვილის პორტრეტიც, რომელსაც მისასალმებელი ჟესტით ღვინის ყანწი აუწევია. ფიროსმანის ყველაზე ხშირი და საყვარელი მოტივი იყო ქართული სუფრის სცენები“, — წერია მუზეუმის საიტზე.

როგორც ცნობაშია აღნიშნული, ნიკო ფიროსმანის კეთილი და გულახდილი ხელოვნება იპყრობს თავისი უშუალოობით, მხატვრული თვითმყოფადობით და სიწმინდით.

„როგორც მხატვარსა და შემოქმედს, მას დაბადებიდან გამოჰყვა ჰარმონიის აბსოლუტური გრძნობა“, — ნათქვამია საიტზე.

ფიროსმანის შველი წყლის პირას - Sputnik საქართველო
ივანიშვილი ფიროსმანის ტილოს საქართველოს მუზეუმს საჩუქრად გადასცემს

ქართველი ფერმწერის ტილოების გამოფენა ვრუბელის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში 28 აგვისტომდე გაგრძელდება.

ნიკო ფიროსმანი (1862-1918) – XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარი ტრაგიკული ბედით.  ცხოვრობდა და გარდაიცვალა სიღარიბეში. გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა ინახება თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ყველა ახალი ამბავი
0