ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნახატები „სოთბისის“ აუქციონზე გაიყიდება

© courtesy of Sotheby’sSotheby’s-ის აუქციონი
Sotheby’s-ის აუქციონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფერმწერების ნამუშევრები აუქციონებზე ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრების — პრიმიტივიზმის გენიის, ნიკო ფიროსმანისა და ავანგარდისტი ლადო გუდიაშვილის ტილოებს 7 ივნისს ლონდონში, „სოთბის“ აუქციონზე გაიტანენ გასაყიდად.

ნიკო ფიროსმანი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა მუზეუმმა ივანიშვილს ფიროსმანის ტილოსთვის მადლობა გადაუხადა

აუქციონზე წარდგენილია ფიროსმანის „შველი ნაკადულთან“ და ლადო გუდიაშვილის მიერ შესრულებული ფიროსმანის პორტრეტი, სახელწოდებით „ჩვენი ნიკო“. ლოტების საწყისი ფასებია: 150,000–200,000 და 4,000–6,000 გირვანქა სტერლინგი, შესაბამისად, ნათქვამია სააუქციონო სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ფიროსმანის „შველი ნაკადულთან“ ბოლოს „სოთბის“ აუქციონზე 2011 წელს გამოიტანეს გასაყიდად. მანამდე ტილო 50 წლის განმავლობაში ქართველი მსახიობის, თამარ ციციშვილის კერძო კოლექციაში ინახებოდა. როგორც ჟურნალი „დროშა“ 1977 წელს წერდა, ციციშვილების ოჯახს ფიროსმანის ნახატი 1949 წელს შეუძენია „თეთრ დუქანში“.

ლადო გუდიაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავი აღინიშნება

აუქციონის მეორე ლოტი, გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ 1956 წელსაა დახატული. 1962 წელს მხატვარმა ეს ტილო ცნობილ ინგლისელ რომანისტს, დრამატურგსა და თეატრალურ რეჟისორს, ჯონ პრისტლის უსახსოვრა, რაზეც ნახატის უკანა მხარეს დატანილი წარწერა მეტყველებს. პრისტლიმ ტილო თავის მდივანს აჩუქა, რომლისგანაც მოხვდა ის ბოლო მფლობელის ხელში, ვისი ვინაობაც არ მჟღავნდება.

ორივე ტილო „რუსული ნახატების“ სექციაშია წარმოდგენილი, თუმცა ფრჩხილებში მითითებულია, რომ ფიროსმანიცა და გუდიაშვილიც ქართველი მხატვრები არიან.

ქართველი ფერმწერების ნამუშევრები აუქციონებზე ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს. გასულ წელს ფიროსმანის „ღამე არსენალის მთაზე“ 1 486 100 დოლარად გაიყიდა Christie's აუქციონზე.

შეგახსენებთ: აღნიშნული ტილო ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ გალერეას გადასცა საჩუქრად.

ყველა ახალი ამბავი
0