სპარსულ მოტივებზე დადგმულ "ხამსეს" ბათუმში წარმოადგენენ

© courtesy of Tbilisi Contemporary Balletბათუნის საზაფხულო თეატრი
ბათუნის საზაფხულო თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისის თანამედროვე ბალეტი“ სპარსული ლიტერატურის ძეგლად ქცეული ნაწარმოების მიხედვით დადგმულ ბალეტს წარმოადგენს.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ნიზამი განჯევის (აბუ მუჰამედ ილიას იბნ იუსუფი) პოემების სპარსული მინიატურების მიხედვით დადგმულ თანამედროვე ბალეტ „ხამსეს“ ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე 14 აგვისტოს უჩვენებენ.

მაყურებლის წინაშე წარდგება გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“.

რეზო გაბრიაძის თეატრი - Sputnik საქართველო
იაპონიის, რუსეთისა და ევროპის ქვეყნების თეატრები შემოდგომაზე თბილისში იკრიბებიან

ბალეტის მუსიკა აზერბაიჯანის სახალხო არტისტს, ცნობილ კომპოზიტორსა და მომღერალ ფოლად ბულბულ-ოღლის ეკუთვნის, ქორეოგრაფია კი მარიამ ალექსიძეს. სცენის მხატვრულ გაფორმებაზე დამსახურებული მხატვარი თეიმურაზ მურვანიძე მუშაობდა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ასოციაცია „კულტურათა დიალოგი — XXI“ და გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით.

სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
ბონდარენკო ბათუმში სპექტაკლ „ბედის ბორბალში“ მიიღებს მონაწილეობას

„ხამსე“ („ხუთეული“) — ნიზამი განჯევის ძირითადი ნაწარმოებია, რომელიც ერთი სახელწოდების ქვეშ ხუთ პოემას აერთიანებს: "საიდუმლოებათა საგანძური", "ხოსროვ და შირინი", "ლეილი და მაჯნუნი", "შვიდი მზეთუნახავი“, "ისქანდერნამე".

პოემას შუა საუკუნეების რაინდული ისტორიები უდევს საფუძვლად. ნიზამი „ხამსეში“ უმღერის ადამიანს, მის სიყვარულს, შრომისმოყვარეობას, მშვიდობასა და მეგობრობას.

ნიზამი განჯევის „ხამსემ“ არა მარტო სპარსულ, არამედ მთელი აღმოსავლეთის პოეზიის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

ყველა ახალი ამბავი
0