ბონდარენკო ბათუმში სპექტაკლ „ბედის ბორბალში“ მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Denis Aslanovსტანისლავ ბონდარენკო
სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო და მისი კოლეგები ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს სატირულ კომედიას წარუდგენენ.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო 15 აგვისტოს ბათუმში მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ბედის ბორბალი“ წარდგება. 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე მასთან ერთად სპექტაკლში ითამაშებენ ცნობილი მსახიობები გლაფირა ტარხანოვა და ივან ჟიდკოვი.

სტანისლავ ბონარენკო - Sputnik საქართველო
ბონდარენკო: ქართველი გოგონები ძლიერები და ემოციურები არიან

იური პოლიაკოვის რომანის ("Козленок в молоке") მიხედვით შექმნილი სატირული კომედია „ბედის ბორბალი“ უჩვეულო ნაძლევით იწყება და ცრუ მწერლის, დაუწერელი რომანისა და სრულიად რეალური ლიტერატურული პრემიის სასაცილო ისტორიაში გადაიზრდება.

„ლიტერატორების სახლში ნასვამი მწერლები დავობენ – შესაძლებელია თუ არა PR–ტექნოლოგიების მეშვეობით „არავისგან“ დიდი მწერლის შექმნა. შესაძლებელია თუ არა, რომ უბრალო მშრომელი გენიალურ ბოჰემურ მწერალ–ავანგარდისტად გადაიქცეს? აი ისიც – იმიჯმეიკერის ოქროს დრო! მაგრამ დგება მომენტი, როდესაც რაღაც კონტროლს აღარ ექვემდებარება…“, – ნათქვამია კომედიის ანონსში.

სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ მსახიობები ალექსანდრ ავერინი, რომან დანილინი, მაქსიმ ვაჟოვი, ალექსეი იარმილკო, ევგენი ვოსკრესენსკი და ვალენტინა მაზუნინა.

სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
ბონდარენკო შოკირებულია საკუთარი გამარჯვებით შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“

სტანისლავ ბონდარენკო საქართველოს ხშირი სტუმარია. პირველად ის თბილისში 2016 წლის მარტში საქველმოქმედო სპექტაკლების სერიაში გამოვიდა, საიდან შემოსული თანხებიც მძიმედ დაავადებული ადგილობრივი ბავშვის მკურნალობას მოხმარდა. მალე რუსი მსახიობი ქართულ ტელეშოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოიწვიეს. ბონდარენკო ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა. პრიზის სახით მსახიობმა თბილისში ბინა მიიღო. მისი განცხადებით, ის ხშირად ჩამოვა თბილისში.

სტანისლავ ბონდარენკო ისეთი სერიალებისა და კინოფილმების ვარსკვლავია, როგორებიცაა: „სიყვარულის თილისმა“, „სასწაულის მოლოდინში“, „სიყვარულის სახელით“, „კაპიტნის შვილები“, „ხაფანგი“, „დედაჩემი წინააღმდეგია“, „ლამაზმანები“, „პროვინციელი გოგონა“, „დამიბრუნე სიყვარული“ და სხვა.


ყველა ახალი ამბავი
0