ბონდარენკო: ქართველი გოგონები ძლიერები და ემოციურები არიან

© photo: Sputnik / Denis Aslanovსტანისლავ ბონარენკო
სტანისლავ ბონარენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ქართველ გოგონებზე შთაბეჭდილებებს და სამომავლო გეგმებს გვიზიარებს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შოუს გამარჯვებული გახდა, ქართველი გოგონების შესახებ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

პროექტში გამარჯვების შემდეგ პოპულარული მსახიობი „იმედის“ ტელეარხზე  „დღის შოუში“ მიიწვიეს და ქართველი გოგონების შესახებ, რომლებიც მისი დიდი თაყვანისმცემლები არიან, ორიოდე სიტყვის თქმა სთხოვეს. 

„ქართველი გოგონები ძლიერები და ემოციურები არიან. მათგან დადებითი და საოცარი ემოციები მოდის. რეაგირებას ვერ ასწრებ, ისინი კი უკვე ჩემთან სელფის იღებენ“,- თქვა ბონდარენკომ.

სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
ბონდარენკო შოკირებულია საკუთარი გამარჯვებით შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“

როგოც მსახიობმა აღნიშნა, რუსეთსა და უკრაინაში მისი თაყვანისმცემლები ნაკლებად ემოციური და უფრო თავშეკავებული არიან, ვიდრე საქართველოში.

„საქართველოში ისეთი ემოციებია- wow! ისინი ავსებენ ადამიანებს, და ისინი მათ გამოხატავენ. ჩვენთან ამის წარმოჩენის რცხვენიათ“,- ყვება მსახიობი.

ბონდარენკოს სიტყვებით, თაყვანისმცემლების ასეთი დამოკიდებულება მისთვის ძალიან სასიამოვნოა.

„იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს, მსახიობი იმისთვის მუშაობს, რომ მას სცნობდნენ და უყვარდეთ“,- ახსნა ბონდარენკომ.

რუსმა მსახიობმა ქართველ ჟურნალისტებს მომავლის შემოქმედებითი და პირადი გეგმები გააცნო. მსახიობის სიტყვებით, ის მთელ ივლისს საქართველოში გაატარებს, აგვისტოში კი რუსეთში ახალი სერიალის გადაღებებზე წავა.

ნაჩუქარ ბინაში კი თბილისში  ხშირად ივლის. 

„მსახიობებს თავისუფალი გრაფიკი გვაქვს. გადაღებებს შორის არის დრო, როდესაც შეგიძლია წახვიდე, იკითხო წიგნები და კარგ წინადადებებს დაელოდო“,- თქვა ბონდარენკომ.

ბონდარენკო, ჩერუშევი და კეშელავა - Sputnik საქართველო
ბონდარენკო ქართული შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამარჯვებულია

მსახიობი ამბობს, რომ მერე ის შესაძლოა, რუსულ-ქართულ ლექსიკონს შეიძენს და ქართული ენის შესწავლას დაიწყებს, აქამდე მთელი დრო და ყურადღება რეპეტიციებს ეთმობოდა.

რუსმა მსახიობმა და მისმა პარტნიორმა — აჭარის სპორტული ცეკვის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკე კეშელავამ აუდიტორიის მიერ ხმის მიცემის შედეგად 143 ათასი შეტყობინებიდან 95 ათასზე მეტი ხმა მოიპოვეს. ფინალის შედეგად პროექტის ლიდერის ვინაობა 28 ივნისის ღამეს ტელეარხ „იმედის“  ეთერში დაასახელეს.

2016 წლის აპრილში ტელეარხ „იმედზე“ დაწყებული შოუს ფინალისთვის ისეთი მსახიობები იბრძოდნენ, როგორიცაა ინდოეთის კინოვარსკვლავი გუარავ ჩოფრა, ცნობილი თავისი როლით სერიალში „ორი ბედი“, ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და თეატრისა და კინოს მსახიობი დუტა სხირტლაძე, „მის საქართველო 2015“ ტიტულის მფლობელი ნუკა ყარალაშვილი, მსახიობები ჯანო იზორია და ქეთი ჩხეიძე, მომღერლები ლიზა ყენია და ნინი წიკლაური და სხვები.

 

ყველა ახალი ამბავი
0