იაპონიის, რუსეთისა და ევროპის ქვეყნების თეატრები შემოდგომაზე თბილისში იკრიბებიან

© http://gabriadze.com/ge/რეზო გაბრიაძის თეატრი
რეზო გაბრიაძის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელი მაყურებელი ორი კვირის განმავლობაში შეძლებს იხილოს უცხოური და ქართული თეატრების წარმოდგენები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. იაპონიის, ინდოეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების თეატრები თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალი თბილისის სხვადასხვა სცენაზე 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და წარმოადგენს როგორც უცხოეთის, ისე ქართული თეატრების სპექტაკლებს.

„შაუბიუნეს (Schaubühne) თეატრი გერმანიიდან წარმოადგენს გერმანელი რეჟისორის რაინერ ვერნერ ფასბინდერის ისტორიული ფილმის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „მარია ბრაუნის ქორწინება“.

ბათუმის პიაცა - Sputnik საქართველო
მოსკოვის თეატრი ბათუმში "ოსტატი და მარგარიტას" ითამაშებს

ბრიტანული თეატრალური კომპანია Still House აჩვენებს საცეკვაო წარმოდგენას „მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე“, რუსული დასი „პ. ფომენკოს სახელოსნო“ წარმოადგენს ტურგენევის ნაწარმოების (Вешние воды) მიხედვით დადგმულ სპექტაკლს Русский человек на rendez-vous („რუსი რანდევუზე“).

იაპონური კომპანია „ტოგო“ სუძუკიდან წარმოდგენს საცეკვაო სპექტაკლს „ტროელი ქალები“, ხოლო ადიტი მანგალდასის (Aditi Mangaldas) ინდური საცეკვაო პროექტი — დადგმას „შიგნიდან“.

საქართველოს დედაქალაქის სხვადასხვა სცენაზე ასევე წარდგებიან თეატრალური კოლექტივები გერმანიიდან, პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან.

ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ფესტივალზე წარადგენენ მარჯანიშვილის, რუსთაველის, დუმბაძის, გრიბოედოვის სახელობის თეატრები, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი, „თავისუფალი თეატრი, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, სამეფო უბნის თეატრი და სხვები.

თეატრალურ ფორუმში ასევე მიიღებენ მონაწილეობას დრამატული თეატრები საქართველოს რეგიონებიდან. გარდა ამისა, ტრადიციისამებრ, ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა გამოფენასა და მასტერ-კლასს. Sputnik-ი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სრულ პროგრამას მალე შემოგთავაზებთ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიამ დააარსა. 2011 წელს ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0