მოსკოვის თეატრი ბათუმში "ოსტატი და მარგარიტას" ითამაშებს

© photo: Sputnik / Denis Aslanovბათუმის პიაცა
ბათუმის პიაცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვალერი ბელიაკოვიჩის სპექტაკლი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მოსკოვის თეატრის Театр на Юго-Западе დასი ბათუმში მაყურებლის წინაშე 6 აგვისტოს წარდგება სპექტაკლით „ოსტატი და მარგარიტა“.

როგორც Sputnik-თან ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე მიხეილ ბულგაკოვის მისტიკური რომანის ინტერპრეტაციას რეჟისორი ვალერი ბელიაკოვიჩი წარმოადგენს.

კრისტინა აგილერა - Sputnik საქართველო
კრისტინა აგილერა საქართველოში იმღერებს

„სპექტაკლი „ოსტატი და მარგარიტა“ უკვე 10 წლისაა. და მან დიდი ხანია დაიმსახურა დსთ-ის ქვეყნებსა და დასავლეთში ყველაზე პოპულარული სპექტაკლის რეპუტაცია, რომელმაც მაყურებლის მოთხოვნის და სალაროს შემოსავლის ყველა რეკორდი მოხსნა. „ოსტატი და მარგარიტა“ – 21-ე საუკუნის თეატრალური ხელოვნების შედევრია“, — ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე.

დადგმაში ვოლანდის როლს რუსეთის სახალხო არტისტი ვლადიმირ სტეკლოვი ასრულებს.

სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრებად ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული 16+.

მოსკოვის დამოუკიდებელი თეატრი 2003 წელს დაარსდა. ამ მოკლე პერიოდში თეატრმა თაყვანისმცემელთა მრავალრიცხოვანი არმია და რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრალური პროექტის სტატუსი შეიძინა.

პირველი სეზონი თეატრმა „ოსტატი და მარგარიტას” ჩვენებით გახსნა და იმ პერიოდიდან დღემდე სპექტაკლი 700-ჯერ არის ნაჩვენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ყველა ახალი ამბავი
0