სააკაშვილი შესაძლოა უკანონო აგიტაციისათვის დაჯარიმონ

გამოწერა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაცია“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაცია“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ამჟმინდელ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კოდექსის დაარღვევაში ადანაშაულებს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს  წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს.

საუბარია აჭარის მცხოვრებთა  მიმართ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე, რომლის ტრანსლირება იმ დროს მიმდინარეობდა, როდესაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს წარადგენდა.

„ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევას. ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ მიგვემართა აჭარის საარჩევნო კომისიისათვის, რათა ამ პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციები გატარდეს“,- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: ივანიშვილი ყველაფერს ჩემს ჯიბრზე აკეთებს

არასამთავრობო ორგანიზაციამ უმაღლესი საარჩევნო კომისიისაგან მოითხოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2 ათასი ლარით დაჯარიმდეს. არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას არ ეთანხმება ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება სწორედ იმის გამო შეუზღუდეს, რომ ხელისუფლება მას პოლიტიკური მოტივებით დევნის. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, რომ მან არაერთხელ დააფიქსირა საკუთრი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით“, — განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ტუღუშმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა, მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის  რამოდენიმე საქმესთან დაკავშირებით მას დაუსწრებლად ბრალდება წაუყენა, მათ შორის პირად საჭიროებებზე

დაახლოებით 5 მილიონი დოლარის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით. მოგვიანებით სააკაშვილი შიდა სახელმწიფოებრივ ძებნაში გამოცხადდა.

2015 წლის მაისში ის ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნა.

2015 წლის დეკემბერში კი საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, რადგანაც საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს მიღებული. საქართველოს კანონებით, საქართველოს მოქალაქე ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ კი იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაკავება.

ყველა ახალი ამბავი
0