სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

© FB/ Tbilisi City Court Officialთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ სააკაშვილი მას სთხოვდა, დეპუტატს ფიზიკურად გასწორებოდა, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა. მოგვიანებით ეს სხვებმა გააკეთეს.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების გადაწყვეტილება სწორედ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

გელაშვილს თავს 2005 წლის ზაფხულში დაესხნენ. მანამდე მედიაში გამოჩნდა სტატია, სადაც დეპუტატი სააკაშვილს აკრიტიკებდა და მის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა. პროკურატურის მონაცემებით, გელაშვილი სპეცრაზმელებმა სცემეს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტისთვის წესიერების კრიტერიუმები განსაზღვრა

„მას ჰქონდა გარკვეულ წყენა გელაშვილის გარკვეული გამონათქვამების შედეგად, რომელიც შეეხებოდა სააკაშვილის ოჯახის წევრებს და ჰქონდა სურვილი ამ განცხადებების შედეგად დაესაჯა იგი,“ — განაცხადა ოქრუაშვილმა.  სააკაშვილი მთხოვდა, რომ გელაშვილის მიმართ განმეხორციელებინა ანგარიშსწორება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში.

ექს–მინისტრის განცხადებით, ეს ისე უნდა მომხდარიყო, რომ მოტივი უცნობი დარჩენილიყო.

„მე ამ თხოვნაზე უარი განვაცხადე და შემდეგ უკვე, როცა ფაქტი მოხდა და როცა მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე, მასთან საუბრის დროს დავრწმუნდი, რომ მისი თხოვნა შესრულდა ვანო მერაბიშვილის მიერ“, — აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილი სასჯელს გირგვლიანის მკვლელობისთვის მოიხდის

მან განმარტა, რომ მსგავს დავალებებს რამდენიმეკაციანი დაჯგუფება ასრულებდა. მისი წევრები სახელმწიფო სტრუქტურებში ოფიციალურად ირიცხებოდნენ.

ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ამა თუ იმ პირთან ფიზიკური ანგარიშსწორების თხოვნით სააკაშვილმა მას არაერთხელ მიმართა, თუმცა ის ამაზე უარს აცხადებდა. 

ყოფილმა მინისტრმა სააკაშვილი ასევე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერზე კახა კუკავაზე და აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეზე ანგარიშსწორების განზრახვაში დაადანაშაულა, მაგრამ ასეთი ფაქტები არ მოხდარა.

სააკაშვილთან ერთად საქმეში ასევე ფიგურირებენ ექს–პრემიერი ვანო მერაბიშვილი, შსს–ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და შსს–ს ყოფილი ჩინოვნიკი გიორგი სირაძე. ეს უკანასკნელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება.

 

ყველა ახალი ამბავი
0