სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტისთვის წესიერების კრიტერიუმები განსაზღვრა

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილის ქმედებებისა და წესიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმი გახდება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მოაწერს თუ არა ხელს შეწყალების აქტს, აღნიშნა სააკაშვილმა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადგილს ისტორიაში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების შეწყალების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს, მიიჩნევს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის თანამებრძოლები: საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და თბილისის ექს–მერი გიგი უგულავა, მთელი რიგი სხვადასხვა ბრალდებებით, თბილისის მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ე. წ. მატროსოვის ციხეში არიან მოთავსებულნი. რამდენიმე საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია.

„პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში, პოლიტიკაში ერთადერთი გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა იმ სამ ადამიანს, ვინც ბევრი რამ გააკეთა ქართული სახელმწიფოებრობისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში.

მარგველაშვილის ქმედებებისა და წესიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმი გახდება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მოაწერს თუ არა ხელს შეწყალების აქტს, აღნიშნა სააკაშვილმა.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც პირველებმა შექმნეს ქართული სამხედრო მრეწველობა. ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო დონის პოლიცია შექმნეს, რომლებმაც ააშენეს რაბათი. ადამიანები, რომლებმაც თბილისში იმაზე მეტი ააშენეს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მერმა. ესენი არიან გიგი, ვანო და ბაჩო“, — დაასკვნა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავად არის ბრალდებული. 2014 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ესენია: სახელმწიფოს კუთვნილი 8,8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის პირადი საჭიროებისთვის გახარჯვა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, საქართველოს პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა და „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა 2006 წელს. 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0