სააკაშვილი: ივანიშვილი ყველაფერს ჩემს ჯიბრზე აკეთებს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“| საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კვირას, 31 ივლისს წარადგინა. კანდიდატების წარდგენისას მოსახლეობას პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აჭარის რეგიონთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ივანიშვილი ყველაფერს მის ჯიბრზე აკეთებდა.

ლევან ვარშალომიძე - Sputnik საქართველო
ლევან ვარშალომიძემ აუდიტის სამსახურის კითხვებს უპასუხა

ივანიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მთავრობას ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში, რომელმაც თანამდებობა ერთი წლის შემდეგ დატოვა და განაცხადა, რომ თავისი მოვალეობა შეასრულა. პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, ოპოზიცია მას ქვეყნის კულისებიდან მართვაში სდებს ბრალს.

„მენატრება ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, მენატრება თითოეული ადგილი ჩემი საყვარელი კუთხის… ამ ოთხი წლის განმავლობაში ივანიშვილს მარტივი მიზეზის გამო ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა აჭარის მიმართ, ის ყველაფერს ჩემს ჯიბრზე აკეთებდა იმიტომ რომ, მე მქონდა აჭარის მიმართ კარგი დამოკიდებულება“, — განაცხადა სააკაშვილმა აჭარის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, აჭარაში მისი საყრდენი აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძეა, რომელმაც ივნისის თვეში უმაღლესი საბჭოს  არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გააკეთა განცხადება. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კვირას, 31 ივლისს წარადგინა.

აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები - Sputnik საქართველო
აჭარაში განახლებულმა მინისტრთა კაბინეტმა მუშაობა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა, მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. საქართველოში მის წინააღლდეგ ოთხი სისხლის საქმეა აღძრული.

ის 2015 წლის მაისში ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნა.

2015 წლის დეკემბერში კი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, რადგანაც საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს მიღებული. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაკავება.

ყველა ახალი ამბავი
0