ქართველმა ლამაზმანმა კაიროში არაბული ცეკვების ფესტივალზე გაიმარჯვა

© Личный архив Анны Патаридзе ანა პატარიძე
ანა პატარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა პატარიძე გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული იყო, წელს კი მეორე ადგილი ესპანელ მოცეკვავესთან გაიყო. პირველი ადგილი არავის დაუკავებია.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ქართველმა მოცეკვავემ ანა პატარიძემ კაიროში ეგვიპტური ცეკვის ფესტივალის Salamat Masr პრიზი მიიღო.

Salamat Masr – ეგვიპტური ცეკვის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც უკვე მეექვსე წელია, ეგვიპტის მსახიობთა ასოციაციის ეგიდით იმართება. მისი ორგანიზატორია ფოლკლორული ცეკვების ორი დამდგმელი ქორეოგრაფი – ჰასან ალი და ჰასან ჰალილი.

აურელია ჩებანი - Sputnik საქართველო
საქართველომ „მის ბიკინი 2016“ გამოავლინა

„კაიროში რამდენიმე ფესტივალი იმართება, მაგრამ სწორედ ამ ფესტივალში ხვდებიან და მონაწილეობენ როგორც ქორეოგრაფიის, ისე შოუ–ბიზნესის ლეგენდები. მათ შორის არიან მონა ელ საიდი, ნაგვა ფუადი, ჰასან აფიფი, ჰანა, სემი სედიკი, მაჰმუდ ქამელი, ზიზი მუსტაფა და სხვა, არაბულ ქვეყნებში ლეგენდარული მსახიობები“, – განუცხადა Sputnik–ს ქართველი გამარჯვებულის პედაგოგმა ელენე ჩიხლაძემ, რომელსაც საქართველოში ელენ ორიენტალის სახელით იცნობენ.

© ელენე ჩიხლაძის პირადი არქივიელენე ჩიხლაძე
ელენე ჩიხლაძე - Sputnik საქართველო
ელენე ჩიხლაძე

პატარიძემ Salamat Masr–ში 2015 წელს გაიმარჯვა, ამიტომ წელს ფესტივალს მიწვეული სტუმრის სახით უნდა დასწრებოდა. თუმცა, ჩიხლაძის თქმით, ორგანიზატორებმა ის დაითანხმეს, კვლავ მიეღო კონკურსში მონაწილეობა.

როგორც ანას პედაგოგი ამბობს, პატარიძე განსაკუთრებული მომზადების გარეშე გამოვიდა მუსიკის ფონზე, რომელსაც ორკესტრი ცოცხლად ასრულებდა. ფესტივალის ჟიურიმ ორი გამარჯვებული გამოავლინა: ცოცხალი მუსიკის თანხლებით შემსრულებელი ანა პატარიძე და ფონოგრამის ფონზე შემსრულებელი – მოცეკვავე ესპანეთიდან. რამდენადაც ჟიურიმ აშკარა ლიდერი ფესტივალზე ვერ შეარჩია, ქართველმა და ესპანელმა მეორე ადგილი გაინაწილეს. პირველი ადგილი არავის დაუკავებია.

მაია ამაშუკელი - Sputnik საქართველო
ქართველი გოგონა ბაქოში სილამაზის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

მესამე ადგილი ჩინელ მოცეკვავეს ერგო.

პედაგოგი ელენე ჩიხლაძე, სამ ეგვიპტელ ქორეოგრაფთან ერთად, დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით – ოქროს ვარსკვლავით პოსტამენტზე.

ფესტივალი ეგვიპტის დედაქალაქში 16–23 ივლისს გაიართა. საკონკურსო პროგრამის ფინალში 12 ქვეყნის მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.

ელენ ორიენტალი არაბული ცეკვების სკოლის დამფუძნებელია. სკოლა, რომელიც არაბული ხალხური ცეკვის ხელოვნების გავრცელებასა და განვითარებას ემსახურება, თბილისში 15 წელია, ფუნქციონირებს.


ყველა ახალი ამბავი
0