თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მაია ამაშუკელი სილამაზის საერთაშორისო კონკურსის Miss Union Baku — 2016 ფინალურ ტურში გავიდა.
საქართველოს გარდა, კონკურსში მონაწილეობენ კონკურსანტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან და ესტონეთიდან. კონკურსის ფინალი 20 აგვისტოს გაიმართება.
კონკურსის ორგანიზატორებისთვის მთავარი არა მხოლოდ სილამაზის პროპაგანდა, არამედ ასევე სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლისთვის საზოგადოების ყურადღების მიქცევაა: ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხის 30% ამ დაავადების მკურნალობას მოხმარდება.
მაია ამაშუკელი უკვე მონაწილეობდა სილამაზის სხვადასხვა კონკურსში. კონკურსში „მის საქართველო 2015“ მან გაიმარჯვა ნომინაციაში „მის მეგობრობა“, ხოლო კონკურსში World Miss University 2015 — ნომინაციაში „მის ფოტოგენურობა“.