თბილისი 26 ივნისი — Sputnik. საქართველოში პირველად გამართული "მის ბიუსტი 2016"-ის კონკურსი რუსეთსა და უკრაინაში მსგავსი კონკურსების ანალოგია. ღონისძიება სპონსორების შემოწირულობები მოწოდებულია დაეხმაროს ქალებს, რომლებიც სარძევე ჯირკვლის სიმსივნით, ასევე ანორექსიით არიან დაავადებულები.

კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო ბუნებრივი ბიუსტის მინიმუმ მეოთხე ზომა, ასევე მონაწილეებისათვის ასაკობრივი შეზღუდვა დაწესდა — 18-დან 37 წლამდე.

კონკურსი სხეულის ბუნებრივი პროპორციების პროპაგანდას ემსახურებოდა და მიმდინარეობდა დევიზით „გახდი წარმატებული საკუთარი პროპორციებით და არა პლასტიკური ქირურგიით“.

კონკურსის ფინალში ათამდე მონაწილე ერთმანეთს ეჯიბრებოდა. მათ 12-კაციანი ჟიური აფასებდა, რომელთა შორის პლასტიკური ქირურგიც იყო.
გოგონები მონაწილეობას იღებდნენ ფოტოსესიებში, სხვადასხვა ღონისძიებებსა და შოუში.