ხელისუფლება მწეველთა წინააღმდეგ ბრძოლას თამბაქოს ნაწარმზე ფასების ზრდით აპირებს

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშითამბაქოს აკრძალვა
თამბაქოს აკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ხელისუფლება თამბაქოს ნაწარმის ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის პროექტზე მუშაობს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს ნაწარმის ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტი მოამზადა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნა.

მწეველი გოგონა - Sputnik საქართველო
ონკოლოგები ხელისუფლებას თამბაქოს პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ

დოკუმენტი პროექტის “ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში“ ფარგლებში იქნა მიღებული. ეს პროექტი საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება.

„ჩვენ ეკონომისტებთან და ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს დაბეგვრის პოლიტიკა მომავალი 10 წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმის მიმართ. მრავალი მაჩვენებელი ამტკიცებს, რომ თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკისთვის სწორედ ამ პროდუქტზე ფასის ზრდაა აუცილებელი“, — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

2013 წლიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე ფასები ოთხჯერ გაიზარდა და ეს პროცესი ეტაპობრივად გრძელდება.

Продажа вина в Москве - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის გაზრდას

„მსურს, რომ მოსახლეობამ გაიგოს — ეს თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მეთოდია, ქვეყანაში ეტაპობრივად შეიმუშავებენ ასევე სხვა მექანიზმებს, რამაც უნდა შეამციროს მწეველთა რიცხვი“, — აღნიშნა გამყრელიძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შემოთავაზებული დოკუმენტის უმთავრესი მიზანია თამბაქოს მოხმარების შემცირება გადასახადების გაზრდის გზით, რაც შეამცირებს თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის დონეს ქვეყანაში და ამავდროულად გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს.

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 11 ათასი ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარებისგან. სამი ათასი კი იმის გამო, რომ პასიური მწეველი იყო. წელიწადში სიმსივნური დაავადებების 8 ათასი ახალი შემთხვევიდან ფილტვის სიმსივნით 800-900 ადამიანია დაავადებული.

ყველა ახალი ამბავი
0