ონკოლოგები ხელისუფლებას თამბაქოს პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ

© Flickr / Pascal Maramisმწეველი გოგონა
მწეველი გოგონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმები დარწმუნებული არიან, რომ თამბაქოს მომხმარებელთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრება მწეველთა რაოდენობას შეამცირებს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხელისუფლებას თამბაქოს მოხმარების მიმართ კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ მანამდე დაარეგისტრირა საკანონმდებლო შესწორებების პაკეტი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

„მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია და ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას… საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება. სიმსივნეს მრავალი მიზეზი იწვევს, მათ შორის თამბაქოს მოხმარება… ყოველდღიურად მატულობს თამბაქოთი გამოწვეული სიმსივნეების, განსაკუთრებით ფილტვის კიბოს შემთხვევები“, — აღნიშნულია ონკოლოგთა განცხადებაში.

ანალოგიური მდგომარეობაა გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, პედიატრიული, რეპროდუქციული და მრავალი სხვა დაავადებების კუთხით. ონკოლოგიური დაავადებები გახშირდა ქალთა შორის.

Продажа вина в Москве - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის გაზრდას

ამასთან დაკავშირებით ონკოლოგებმა გადაწყვიტეს, შეუერთდნენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ინიციატივას და მოითხოვენ, პარლამენტმა უახლოეს პერიოდში განიხილოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომლის მიღების შედეგად ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში აიკრძალება თამბაქოს მოწევა, გაიზრდება საჯარიმო სანქციები და აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა.

კანონმდებლობის გამკაცრების წყალობით სხვა ქვეყნებში ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკა ყოველწლიურად იკლებს.

„ნუ გადადებთ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას და დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონმდებლობა, რომელიც შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას და დაიცავს მისი მომაკვდინებელი ზეგავლენისგან თაობებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად დაახლოებით 11 ათასი ადამიანი იღუპება, ხოლო 3 ათასი — მხოლოდ იმიტომ, რომ პასიური მწეველი იყო.

© photo: Sputnik / Stanislav Kozliakowskyცხოვრება სიგარეტთან ერთად
ცხოვრება სიგარეტთან ერთად - Sputnik საქართველო
ცხოვრება სიგარეტთან ერთად

 

ყველა ახალი ამბავი
0