ცესკო: საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმი არ გაიმართება

გამოწერა
ბაღათურია მიზანშეწონილად მიიჩნევს რეფერენდუმის გამართვას საპარლამენტო არჩევნების დღეს - 8 ოქტომბერს.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „ქართულ დასს“ უარი უთხრა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმის გამართვაზე, განუცხადა Sputnik-ს პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.

სერგეი ლავროვი და ანდერს ფოგ რასმუსენი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: ნატო და რუსეთი პირდაპირ სამხედრო კონფლიქტზე არ წავლენ

ივნისის თვეში საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით მიმართა ცესკოს რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით. რეფერენდუმზე ამომრჩეველს პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას?“ ერთი თვის შემდეგ ცესკოში გამართულ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება „ქართული დასის“ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.

„ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უსამართლო და უკანონოა. ამიტომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გავასაჩივრებთ. რეფერენდუმის გამართვა უპირველესად აქტუალური საკითხია, რამდენადაც ის პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან“, — განაცხადა ბაღათურიამ.

მისი სიტყვებით, მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანება სტაბილურობის გარანტი არ არის.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველო ნატოს სამიტისგან მკაფიო გადაწყვეტილებებს ელოდება

„ამას ემატება მრავალი პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც ჩვენ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველო არ უნდა გახდეს ნატოს წევრი. ამის შესახებ გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს. მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. საზოგადოებრივი აზრი დიამეტრალურად შეიცვალა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მხარეს. საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში კი ეს ჩვენი ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად გამოყენებას ნიშნავს, რაც ჩვენ ინტერესებში არ შედის“, — აღნიშნა მან.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე პირველი რეფერენდუმი 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა. რეფერენდუმის მონაწილეთა 70%-ზე მეტმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.

„ქართული დასი“ — ცენტრისტული პარტიაა, რომელიც რვა ათას მხარდამჭერს ითვლის. პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0