თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. Sputnik-ის მიერ გამოკითხულ მკითხველთა 46%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ რუსეთი და ნატო პირდაპირ სამხედრო კონფლიქტზე არ წავლენ.
მკითხველმა მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში „შესაძლებელია თუ არა ნატოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტაკება?“
გამოკითხულთა 32,9% მიიჩნევს, რომ დაპირისპირება მოხდება, ოღონდ მესამე ქვეყნებისა და ძალების საშუალებით, ხოლო 13% დარწმუნებულია, რომ ზესახელმწიფოების სამხედრო შეტაკება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება.
Sputnik-ის მკითხველთა 7,5% ვარაუდობს, რომ რუსეთისა და ნატოს დაპირისპირება უახლოეს მომავალში გარდაუვალია.