პროკურატურამ მოსამართლეთა შესაძლო შანტაჟთან დაკავშირებით საქმე აღძრა

CC0 / Pixabay / AJEL / მართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მოსამართლეების მისამართით მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით მოსამართლეთა გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოპოვებაა.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ მოსამართლეთა დაშანტაჟების შესახებ გაკეთებული განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
სკანდალი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მისამართით მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით მოსამართლეთა გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოპოვებაა. ამ მიზნის მისაღწევად, პაპუაშვილის სიტყვებით, ისინი მოსამართლეებს პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციების გასაჯაროებით აშანტაჟებენ.

სისხლის სამართლის საქმე  პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე სსსკ-ის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571   მუხლის I ნაწილით აღიძრა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების შემდეგ პროკურატურამ პაპუაშვილის მოსმენისა და მისთვის სასურველ დროს ჩვენების მისაცემად უწყებაში გამოცხადების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა. მოგვიანებით პაპუაშვილი აჭარის პროკურატურაშიც დაიბარეს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სამართლიანობის მომხრეა

გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ უარი განაცხადა პროკურატურაში მისვლაზე და ამასთან, მზადყოფნა გამოტქვა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება პაპუაშვილმა ახსნა იმით, რომ მან ადრეც გააკეთა განცხადება მოსამართლეთა მისამართით ზეწოლის მცდელობის ფაქტებზე, თუმცა საგამოძიებო ორგანოებს სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ.

მთავარი პროკურატურის მიერ ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაზე პირადად შეხვდება პაპუაშვილს და მოუსმენს მას.

ყველა ახალი ამბავი
0