თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველოში პოლიტიკური ძალები ცდილობენ სამართალდამცავ სტრუქტურებთან არაფორმალური კავშირი დაამყარონ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სახელმწიფო მეთაური საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდა, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც გახმაურებულ საქმეებს იხილავენ, ზეწოლას ახდენს.
„იმისათვის, რომ ჩვენ (საპარლამენტო არჩევნები, — რედ.) არჩევნებზე სამართლიანი, მშვიდობიანი და დემოკრატიული ვითარება გვქონდეს, იმისათვის, რომ დავიცვათ არჩევნები, საჭიროა დავიცვათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები. მე მზად ვარ შევხვდე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ამის შემდეგ კი სწრაფი, ადეკვატური და კონკრეტული პასუხი გავცე იმ საშიშ ტენდენციებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩნდება“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
საშიში ტენდენცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩნდება პოლიტიკური ჯგუფებისა და სამართალდამცავ და სხვა სტრუქტურებთან განსაზღვრული არაფორმალური კავშირები, განაცხადა მან.
ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა, არაფორმალურ კავშირებთან შეხება არ აქვს.
ამ მომენტისთვის, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია, საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ეტაპზე რამდენიმე გახმაურებული საქმე იხილება.