დეპუტატი: დაუშვებელია პრეზიდენტის ალკოჰოლიზმში დადანაშაულება

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ერთი თვის წინ პოლიციის თანამშრომლები მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის აზრით, აღნიშნული განცხადების გაკეთებისას გიორგი მარგველაშვილი ფხიზელი არ იყო.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, როდესაც განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე პოლიციის მხრიდან ზეწოლის მცდელობა იყო, სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა.

მანანა კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტს ალკოჰოლის დიდი დოზა აქვს მიღებული

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც ქვეყანაში მოსამართლეთა დაშანტაჟების შესახებ განაცხადა, აღნიშნა, რომ მას არ უკვირს ეს განცხადება, რადგანაც ერთი თვის წინ პოლიციელები ქუჩაში მის სიძეზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სასამართლო დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს ის. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ  გიორგი მარგველაშვილი ფხიზელი არ იყო, როდესაც გააკეთა განცხადება.

„ალკოჰოლთან დაკავშირებით გაკეთებული მსგავსი კომიკური და ცინიკური განცხადებები სახელმწიფო ინსტიტუტებს აზიანებს… პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის გარანტი, თავის მხრივ, ვფიქრობ უფრო აქტიური და ძლიერი უნდა იყოს. მას შანტაჟის შესახებ განცხადება არა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ უნდა გაეკეთებინა, არამედ მანამ, ვიდრე ეს მის ოჯახს შეეხებოდა“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

პრეზიდენტის ოჯახის წევრი, რომელზეც პოლიციის თანამშრომლები თითქოს ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ, მისი სიძე მინდია გოგოჭური აღმოჩნდა. საქართველოს შსს-მ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ გოგოჭურის ბინაში ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა.

სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლითაა აღძრული, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0