თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფხიზელი არ იყო, როდესაც გააკეთა განცხადება ერთი თვის წინ მისი ოჯახის წევრზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
სახელმწიფო მეთაურმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლება გახმაურებული საქმეების მოსამართლეებს აშანტაჟებს, განაცხადა, რომ არ უკვირს პაპუაშვილის განცხადება, რადგანაც ერთი თვის წინ სამართალდამცველები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლის მოხდენას.
„პირველი რაც ვიფიქრე ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული", — განაცხადა კობახიძემ.
ეს ღიმილი — თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია,“-აცხადებს მანანა კობახიძე.
ვიცე-სპიკერის განმარტებით, მას პრეზიდენტის ღიმილი არაადეკვატური მოეჩვენა, როდესაც ის სამართალდამცავებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არაფორმალურ კავშირებზე საუბრობს.
მანანა კობახიძე მართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია.