მიუნხენში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო _ ემბლემა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო _ ემბლემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის განცხადებით, მიუნხენში დატრიალებული ტრაგედიისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

 თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის, ლევან დიასამიძის განცხადებით, მიუნხენში გუშინ დატრიალებული ტრაგედიისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ფრანსუა ოლანდი - Sputnik საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტი: მიუნხენის ტრაგედია ამაზრზენი ტერაქტია

„საელჩოში შემოვიდა დაახლოებით ოცამდე ქართველის, ჩვენი მოქალაქის მომართვა სპეცოპერაციის ზონიდან, რომლებიც, საბედნიეროდ, უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ", — განუცხადა დიასამიძემ ტელეკომპანიას სატელეფონო ჩართვისას.

მისი თქმით, დიპმისიას ბოლომდე ჰქონდა კონტაქტი სპეცოპერაციის ზონაში მყოფ ყველა თანამემამულესთან.

მიუნხენის ტრაგედიასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი წუხს მიუნხენში მომხდარის გამო

„საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუდმივ კონტაქტზეა ქალაქ მიუნხენში, თავდასხმის რაიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ წუთის მდგომარეობით, ყველა მათგანი უვნებელია", — წერია განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა ატვირთული.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას ნომერზე +491 62 88 55 303, და ასევე დარეკონ მიუნხენის პოლიციის ცხელ ხაზზე: +495 92 91 01 910 და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე: +995 577 98 40 20.

შეგახსენებთ: სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაში“ სროლის შედეგად, დაღუპულია 9 და დაჭრილია 16 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. პოლიციის მტკიცებით, ცეცხლი გერმანიის ირანული წარმოშობის 18 წლის მოქალაქემ გახსნა — ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში. მოგვიანებით მან თავი მოიკლა. დამნაშავე, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა.

მიუნხენის პოლიციის შეფის, ჰუბერტუს ანდრეს თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი ტერაქტზე, ვინაიდან მსროლელის მოტივი დადგენილი არ არის.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0