საფრანგეთის პრეზიდენტი: მიუნხენის ტრაგედია ამაზრზენი ტერაქტია

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიფრანსუა ოლანდი
ფრანსუა ოლანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანსუა ოლანდი დარწმუნებულია, რომ მიუნხენში 22 ივლისს დატრიალებული ტრაგედია ქვეყანაში შიშის გაღვივებას ემსახურებოდა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედია „ამაზრზენ“ ტერორისტულ აქტად შეაფასა, რომელიც გერმანიაში შიშის ატმოსფეროს დამკვიდრებას ემსახურება, იუწყება სააგენტო „როიტერი“.

პოლიცია მიუნხენში - Sputnik საქართველო
სროლა მიუნხენში — დაღუპულია 9, დაშავებულია 16 ადამიანი

„გერმანია [ამას] წინააღმდეგობას გაუწევს. მას შეუძლია საფრანგეთის მხარდაჭერისა და მეგობრული ხელის იმედი ჰქონდეს“, — განაცხადა ოლანდმა.

მისი თქმით, გეგმავს ესაუბროს კანცლერ ანგელა მერკელს და განიხილოს ვითარება მიუნხენში.

შეგახსენებთ: სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაში“ სროლის შედეგად, დაღუპულია 9 და დაჭრილია 16 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. პოლიციის მტკიცებით, ცეცხლი გერმანიის ირანული წარმოშობის 18 წლის მოქალაქემ გახსნა — ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში. მოგვიანებით მან თავი მოიკლა. დამნაშავე, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა.

მიუნხენის პოლიციის შეფის, ჰუბერტუს ანდრეს თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი ტერაქტზე, ვინაიდან მსროლელის მოტივი დადგენილი არ არის.

„გუშინდელი ღამე იყო ყველაზე რთული ჩემი კარიერის განმავლობაში“, — დაამატა მან. 

ყველა ახალი ამბავი
0