სროლა მიუნხენში — დაღუპულია 9, დაშავებულია 16 ადამიანი

© REUTERS / MICHAEL DALDERპოლიცია მიუნხენში
პოლიცია მიუნხენში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსროლელმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ცხრა ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა მიუნხენის სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაში“ მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

პოლიცია მიუნხენში - Sputnik საქართველო
მიუნხენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

პოლიცია ირწმუნება, რომ ცეცხლი 18 წლის გერმანიის წარმოშობით ირანელმა მოქალაქემ გახსნა, თუმცა მათთვის დამნაშავის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. მსროლელი მოქმედებდა მარტო და ბოლოს, დიდი ალბათობით, თავი მოიკლა.

მიუნხენის პოლიცია ფიქრობს, რომ დამნაშავე პისტოლეტიდან ისროდა, რასაც სროლითვე უპასუხა სავაჭრო ცენტრის სამოქალაქო პატრულმა. მისი ცხედარი მოგვიანებით იპოვეს. 

პოლიციის ოპერაციაში, სულ ცოტა, 2.3 ათასი პოლიციელი იყო ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0