მიუნხენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

© REUTERS / MICHAEL DALDERპოლიცია მიუნხენში
პოლიცია მიუნხენში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია მოუწოდებს ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ თავი.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. მიუნხენის მცხოვრებნი სმარტფონების შეტყობინების სისტემის Katwarn-ის საშუალებით გაფრთხილებულნი არიან ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბავარიის დედაქალაქში პოლიციის სპეცოპერაცია ტარდება, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია  Bayerischer Rundfunk-ზე დაყრდნობით. 

„ფედერალური მიწის დედაქალაქმა მიუნხენმა პარასკევს საღამოს „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა… სმარტფონების შეტყობინების სისტემის Katwarn-ის საშუალებით, მოქალაქეებს სთხოვენ არ მიატოვონ ბინები. „თქვენივე უსაფრთხოებისათვის თავი აარიდეთ მოედნებსა და ქუჩებს, თავდამსხმელები გაქცეულნი არიან, სარკინიგზო და ავტობუსების მიმოსვლა შეჩერებულია, უსმინეთ რადიოს და ტელევიზიას“, — ციტირებს შეტყობინებას ტელეარხი.

მიუნხენის პოლიცია იტყობინება, რომ ინციდენტები სროლებით ქალაქში პარასკევს საღამოს შესაძლოა ტერორისტული აქტები იყოს, იტყობინება „რია ნოვოსტი“ სააგენტო რეიტერზე დაყრდნობით. 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე უცნობმა პირმა, მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სროლა ატეხა და შემდეგ მიიმალა. ბავარიის შსს-ს ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანია დაღუპული. მოგვიანებით ცნობილი გახდა სროლების შესახებ ქალაქის სხვა ადგილებში. პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს და მოუწოდებს მცხოვრებთ თავი აარიდონ ღია ადგილებს და ინტერნეტში არ გაავრცელონ ფოტოები და ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან. 


ყველა ახალი ამბავი
0