ინტერპოლმა თემურ ბასილიას ძებნა შეწყვიტა

© photo: Interpol / FBინტერპოლი
ინტერპოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, რომელიც საქართველოში ქრთამის აღებისთვის არის გასამართლებული, ცდილობს მიაღწიოს მისი საქმის გადახედვას.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია ამოიღო, იუწყება ტელეკომპანია „იბერია“.

ბასილიამ საქართველო 2004 წელს დატოვა. 2008 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამჟამად ბასილია აშშ-ში იმყოფება. 2011 წელს მან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.

ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
იგორ გიორგაძეს საქართველოში დაბრუნება სურს

„რამდენიმე თვის წინ საფრანგეთიდან, ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან ოფიციალურად მივიღე შეტყობინება, რომ ჩემი ძებნა შეწყდა“, — განაცხადა ბასილიამ.

ბასილიამ აღნიშნა, რომ ძებნილთა სიიდან მისი ამოღება 2012 წელსაც შეეძლოთ, მაგრამ ოფიციალური თბილისის პოზიციის გამო ეს არ მოხდა. სამაგიეროდ ინტერპოლმა მას მთელ მსოფლიოში დაბრკოლების გარეშე გადაადგილება შესთავაზა, ირწმუნება ბასილია.

საქართველოს მთავარ პროკურატურას ბასილიასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა და ის ეცდება, რომ საქმე გადაიხედოს. ბასილია საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს, თუმცა არა უახლოეს მომავალში, რადგან ფიქრობს, რომ დააპატიმრებენ.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 2014 წელს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პროკურატურას ბასილიასა და კიდევ 30 ადამიანის საქმის გადახედვის თხოვნით მიმართა, რადგან, შესაძლოა, გამოძიება მათ მიმართ თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
საქართველო ინტერპოლით აფხაზ "მესაზღვრეზე" ძებნას გამოაცხადებს

1992-1994 წლებში ბასილია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა. 1994 წელს ის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ერთი წელი იმუშავა.

პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს ბასილია 1996-2003 წლებში იკავებდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მიმართ, რომელიც 1995 წლის აგვისტოში ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზებაშია ბრალდებული.

ყველა ახალი ამბავი
0