საქართველო ინტერპოლით აფხაზ "მესაზღვრეზე" ძებნას გამოაცხადებს

გამოწერა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს რაშიდ კანჯიოღლის მკვლელობის ბრალდება წაუყენა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით ინტერპოლს მიმართა, იუწყება ტელეარხი „TVპირველი“.

საქართველოს მცხოვრები გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში სასიკვდილოდ დაჭრეს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს რაშიდ კანჯიოღლის  ბრალდება წაუყენა. ამასთან დაკავშირებით საქმე ასევე დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ  აღძრა.

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
აფხაზეთის „საზღვართან“ ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია

„ჩვენ პასუხს ველოდებით. მე იმედი მაქვს, რომ ამ მკვლელის მიმართ ძებნა წითელი ცირკულარით წარიმართება“,- დაკრძალვაზე განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

ოთხოზორია ქალაქ ზუგდიდში დაკრძლეს.

საქართველოს სს სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს დააკისრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსულ მხარეს ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

 

ყველა ახალი ამბავი
0