საქართველოს 2000-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში სწრაფი ინტერნეტი გაჩნდება

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიმომხმარებელი ნოუთბუქთან
მომხმარებელი ნოუთბუქთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ფონდი „ქართუ" ქართულ ქალაქებსა და სოფლებში მაღალსიჩქარიან ინტერნეტს გაიყვანენ. კერძო ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ პროექტს შემოუერთდნენ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს 2000-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გატარდება — მთვრობამ დაამტკიცა „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა".

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ახალ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაში საქართველოს ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა ჩაერთვება.

„მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ აგებულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურასთან ნებისმიერი პროვაიდერი იქნება დაშვებული“,- მთავრობის სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამა კერძო სექტორის ინტერესის გათვალისწინებით შემუშავდა.

გიორგი აბაშიშვილი - Sputnik საქართველო
სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტით აღჭურვის პროგრამა გრძელდება

„ეს პროექტი, ერთის მხრივ — ქველმოქმედების, ხოლო მეორეს მხრივ, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითია", — განაცხადა პრემიერმა.

იმ სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში, სადაც ტელესაკომუნიკაციო კომპანიების დაინტერესება ნაკლებია ან ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ" დააფინანსებს, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

„ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნეს დაინტერესების გარეშე. პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ვფიქრობთ, როგორც განათლებისთვის, ისე, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ნოუთბუქის მომხმარებელი - Sputnik საქართველო
ინტერნეტი ქართული დომენით „გე“ შეივსება

პროექტს ფონდი „ქართუ" და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია Open net-ი, რომლის მეშვეობით, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის პარტნიორობა ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0