სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტით აღჭურვის პროგრამა გრძელდება

© photo: courtesy of George Abashishviliგიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იწყება სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის პროგრამის მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ბიბლიოთეკარების გადამზადებაც იგეგმება.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოში პროექტ „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით ხორციელდება, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის რეალიზებისთვის მოდელი უკვე შეიქმნა

პროექტის მიზანია ქვეყნის ყველა სოფლის ბიბლიოთეკის ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა. პროექტის მეორე ეტაპის პრეზენტაცია ოთხშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა გამართა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას. სწორედ მათთან თანამშრომლობით ჩვენ შევძელით შარშან 50-მდე ბიბლიოთეკის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკით, ინვენტარითა და ინტერნეტით“, — თქვა აბაშიშვილმა პრეზენტაციაზე, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩატარდა.

პროექტის მეორე ეტაპზე იგეგმება ბიბლიოთეკარების გადამზადება, რისთვისაც შესაბამისი ტრენინგები ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0