საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის რეალიზებისთვის მოდელი უკვე შეიქმნა

გამოწერა
საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 150 მლნ აშშ დოლარია, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით განხორცილდება.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. შეიქმნა მოდელი, რომლის თანახმადაც მთელს ქვეყანაში მაქსიმალურად ეფექტურად და ნაკლები ინვესტიციებით ინტერნეტის მთლიანი ქსელის მოწყობა და დასახლებულ პუნქტებამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაყვანა გახდება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ქვეყნის დაახლოებით 2 ათას დასახლებულ პუნქტში, ხელმისაწვდომი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებისთვის ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელების სისტემა შეიქმნება. ახალ ინტერნეტ–ინფრასტრუქტურაში ჩაერთვება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა.

Логотипы социальных сетей - Sputnik საქართველო
საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

„ამ ინფრასტრუქტურის შექმნა პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის იძლევა შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა ხარისხობრივად წინ წავწიოთ ამ მიმართულებით. ამავე დროს, არსებობს ევროპის სტრატეგია, სადაც პირდაპირ არის გაწერილი ვალდებულება, ევროპის ქვეყნებში რა სიჩქარისა და ხარისხის ინტერნეტი უნდა მიეწოდოს მომხმარებელს“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

თავდაპირველად, არანაკლებ 200 ადამიანით დასახლებული პუნქტების ინტერნეტით დაფარვის იდეა კერძო სექტორს მიაწოდეს. კერძო კომპანიებს შეეძლოთ გამოეთქვათ სურვილი, საკუთარი სახსრებით მიეღოთ მონაწილეობა პროექტში და სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის ვალდებულება აეღოთ. 

Пользователь за ноутбуком. - Sputnik საქართველო
საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნების რიცხვში მოხვდა

 „იმ ეტაპზე, სამწუხაროდ, კერძო სექტორმა არ გამოთქვა სურვილი, რომ თავისი სახსრებით დაეფარათ მთელი საქართველო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, ამის შემდეგ მთავრობამ რამდენიმე მიმართულება განიხილა, მათ შორის არის კომბინირებული მიმართულება.

„ჩვენ კონსულტანტების, გერმანული კომპანია “დეტეკონის” მეშვეობით, რომელიც შეირჩა ტენდერის შედეგად, შევქმენით იდეალური ქსელი. ეს არის ის მოდელი, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად ეფექტურად და ნაკლები ინვესტიციებით იქნება შესაძლებელი მთლიანი ქსელის აწყობა და ამ ინფრასტრუქტურის მიყვანა დასახლებულ პუნქტებში, ცენტრებში, სკოლებში, პოლიციის შენობებში, გამგეობებში და ა.შ.“, – აღნიშნა მინისტრმა. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დონორთან ერთად სახელმწიფო მხოლოდ ინფრასტრუქტურას გააკეთებს და ინტერნეტ–ბიზნესში არ ჩაერთვება, განაცხადა ქუმსიშვილმა.

„ეს კატეგორიულად მიუღებელია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიყვანთ მხოლოდ ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობითაც შემდეგ უკვე კერძო სექტორი მიიყვანს საბოლოო მომხმარებლამდე სერვისებს, ხოლო მომხმარებელი მომსახურების თანხას გადაუხდის კერძო სექტორს ანუ ინტერნეტ-პროვაიდერს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრმა განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, მოიძებნა კერძო და საჯარო პარტნიორობის ფორმა — ეს არის არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის დონორიც არის ფონდი "ქართუ", განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ნოემბერში მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 150 მლნ აშშ დოლარია, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით განხორცილდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0