რით ცხოვრობს ერევანი: ბოლო დღეების დაძაბულობა

© photo: Sputnik / Асатур Есаянцსამოქალაქო აქტივიტების მსვლელობა ერევანში
სამოქალაქო აქტივიტების მსვლელობა ერევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო სამი დღე ქვეყანა დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფება. პროტესტის ტალღა პერიოდულად ხან იზრდება, ხან იკლებს. თუმცა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ხალხში არსებულ აგრესიას ღრმა ფესვები გააჩნია და ის ბოლო დღეების შედეგი არ არის.

თბილისი, 19 ივლისი— Sputnik. ხალხის დაძაბული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ბოლო დროს შეინიშნება, სტიქიური მოვლენა არ არის, მას წინაისტორია გააჩნია, Sputnik სომხეთის  რადიოს ეთერში განაცხადა ფსიქოლოგმა რუბენ აგუზუმციანმა.

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, სტიქიურ ხასიათს არ ატარებს. ეს  არის გამოვლინება წლების მანძილზე  დაგროვილი ისტორიის ნეგატიური ფურცლების: 1988 წლის მიწისძვრა, სსრკ-ს დაშლა, ყარაბაღის კონფლიქტი, და ამასთან ერთად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, — განაცხადა აგუზუმციანმა.

მისი სიტყვებით, დაძაბული მდგომარეობის გამო ხალხის უმრავლესობა არ არის მზად სხვადასხვა ცვლილებებისათვის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეზე. ადამიანებს უჭირთ გაუძლონ გარე გამოწვვებს და გასცენ მათ ღირსეული პასუხი. 

დემონსტრანტები ერევანში პოლიციის შენობასთან - Sputnik საქართველო
ღამემ პოლიციის შენობასთან ერევანში მშვიდად ჩაიარა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის წყაროებმა სწორად ახსნან შექნმილი სიტუაცია და მიიტანონ ის ხალხთან“,-განაცხადა აგუზუმციანმა.

სწორედ რომ ინფორმაციის უკმარისობა უბიძგებს ადამიანებს არაადექვატური საქციელისკენ და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისკენ. იმისათვის რომ თავის თავს აუხსნას სხვადასხვა სახის მოვლენები, ადამიანი წარმოსახვას იყენებს და ამით გარკვეულ რეალობას იქმნის, რისიც არამარტო სჯერა, არამედ ის სხვა ადამიანებს არწმუნებს ამაში.

„გუშინ აქციის დროს ადამიანებიინფორმაციისათვის მოვიდნენ, მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გასაგებად“,-აღნიშნა ფსიქოლოგმა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ დროში შეუძლებელია იცრუო ან დამალო რაიმე, ხოლო რაღაცის დამალვამ შეიძლება მასებში  უკუეფექტი გამოიწვიოს. ადამიანებს რეალობის, ტყუილ-მართლის შეგრძნება ეკარგებათ. ტყუილს და მართალს ერთმანეთში ურევენ.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ერევანში ხელისუფლების წარმომადგენლები შეაიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

„აღნიშნულმა ფაქტებმა ის გამოიწვიეს, რომ ნერვული სისტემა  დაძაბულია, რაც იწვევს აგრესიას, იზოლაციას, პიროვნების გაორებას…“-აღნიშნა აგუზუმციანმა.

ისტორიის მძიმე წარსულის გამო სომხები ერ-პრაქტიკოსად ჩამოყალიბდნენ, რომელიც ერთის მხრივ ბრძენი და სიმართლის მაძიებელია, მეორის მხრივ კი ძალიან მიმნდობია და ზოგჯერ იმას ენდობა, რასაც არ უნდა ენდოს.

აგუზუმციანი თვლის, რომ მიტინგების დროს პროვოკაციები ყოველთვის ხდება, და მათი აცილების მიზნით არ უნდა ავყვეთ გრძნობებსა და ემოციებს, შექმნილი სიტუაცია შეძლებისდაგვარად ცივი გონებით უნდა შეფასდეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0