თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. სომხეთის პოლიცია განაგრძობს მორიგეობას ერევანში, საპატრულო-საგუშაგო პოლკის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მესამე დღეა შეიარაღებულ ჯგუფს მძევლები ჰყავს აყვანილი.
იქვე განლაგდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომლებიც წინა ღამეს მივიდნენ თავისუფლების მოედნიდან.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია არ დაუშვან სისხლისღვრა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან შესაძლო სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში. პოლიციელები ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებში ორ მწკრივად განლაგდნენ დემონსტრანტების გასწვრივ.
ღამემ მშვიდად, ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
17 ივლისის დილით ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად.
პოლიციის შენობის აღებისას მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, დაჭრილი არიან პოლიციის პოლკოვნიკი არამ ოვანისიანი, ვიცე-პოლკოვნიკი გრაჩ ოსეგიანი და ზემდეგი გაგიკ მკრტჩიანი. მძევლად რჩება ხუთი ადამიანი. მათ შორის, არსებული ინფორმაციით, სომხეთის პოლიციის უფროსის ორი მოადგილე.