საქართველო და თურქეთი სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებენ

© FB/ Георгий Квирикашвилиსაქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები
საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით შექმნილია საბჭო, რომლის პირველი სხდომა დღეს ანკარაში გაიმართა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ანკარაში შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის  საკითხები განიხილეს.

ქართული დელეგაცია პრემიერის მეთაურობით დღეს თურქეთის დედაქალაქში გაემგზავრა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ სხდომაზე დასასწრებად. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერმა დელეგაციის წევრებთან ერთად ათათურქის მავზოლეუმი მოინახულა. თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ისმაილ ქაჰრამანს შეხვდა.

„გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და თურქი ხალხისადმი. მისი განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთში სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“,-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სიტუაცია თურქეთში - Sputnik საქართველო
თურქეთში მიმდინარე მოვლენებს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მადლიერება მხარდაჭერისთვის და ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა შეაფასეს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების საკითხების განხილვას და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების აუცილებლობა და თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები. საუბარი შეეხო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ერთობლივ პროექტებს. 

თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2015 წელს დაახლოებით 1,52 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თურქეთთან ბრუნვამ საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 15,3% შეადგინა.

ორი ქვეყნის ხელისუფლება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას აგრძელებს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არსებული შეთანხმების უფრო ეფექტური ამოქმედების კუთხითაც.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: საქართველო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზებით დაინტერესებულია

თურქეთი და საქართველო ერთმანეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორებად მიიჩნევს და განვითარების ყველა დემოკრატიულ წამოწყებაში ერთმანეთს მხარს უჭერს. თურქეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოს მიერ არჩეულ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურს.

ორმხრივ ურთიერთობებში ასევე აღინიშნება ერთობლივი ძალისხმევა, მიმართული რეგიონალური სატრანსპორტი და ენერგეტიკული პროექტების წარმატებულ განხორციელებაზე. ქართული ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0