საქართველოს ეროვნული არქივი უნიკალურ დოკუმენტებს გამოფენს

გამოწერა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გალერეაში, რომელიც დღეს იხსნება, მე-19-მე-20 საუკუნეების ხელნაწერები და ისტორიული დოკუმენტები, ასევე სხვა ისტორიული მასალები გამოიფინება.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საგამოფენო გალერეა იხსნება.

როგორც Sputnik-ს არქივში განუცხადეს, აქამდე 1920 წელს შექმნილ არქივს არასოდეს ჰქონია სივრცე გამოფენებისა თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად. მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად იუსტიციის მინისტრის ინიციატივით საგამოფენო გალერეა პირველად აშენდა.

გალერეა არქივის შენობის გვერდით, ვაჟა-ფშაველასა და პეკინის ქუჩების კვეთაზე აშენდა.

თელავი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული არქივი თელავის საიდუმლოებებს ფარდას ახდის

ახალი შენობის საგამოფენო დარბაზში, გამოფენების გარდა, გაიმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემათა პრეზენტაციები.

შენობის ანტრესოლზე განთავსდა მედიათეკა და წიგნების მაღაზია. მედიათეკაში ნებისმიერი დამთვალიერებელი ისარგებლებს წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით. ასევე გაიხსნება წიგნის მაღაზია, სადაც საარქივო მასალებით მომზადებული სხვადასხვა გამოცემა გაიყიდება.

გალერეა 20:00 საათზე გაიხსნება გამოფენით − „ჩვენი არქივი − ჩვენი საუნჯე“. ექსპოზიციაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი გახსნის, წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე მრავალფეროვანი ექსპონატები.

ქართული ანბანის სამი სახეობა - Sputnik საქართველო
ეროვნულ არქივში 5 მილიონზე მეტი დოკუმენტია დაცული

მათ შორისაა: IX-XIX საუკუნეების ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი მასალა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები, საბჭოთა პერიოდის ფოტო — თუ წერილობითი საბუთები, XX საუკუნის 90-იანი წლების დოკუმენტური ქრონიკა.

ეროვნული არქივი საქართველოს დოკუმენტური მეხსიერების ყველაზე დიდი საცავია. აქ 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი ინახება, მათ შორის: 439 063 ფოტო, 19 063 ფონო და 34 904 კინოდოკუმენტი; ასევე 80 000-მდე წიგნი და 50 000-მდე პერიოდული გამოცემაა დაცული.

2015 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები „იუნესკოს“ პროგრამის „მსოფლიოს მეხსიერება“ რეესტრში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0