თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა არქივმა თელავის ისტორიის პირველი ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო.
პროექტ „თელავი — ისტორია და თანამედროვეობის“ ფარგლებში მეცნიერები უძველესი ქალაქის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპებსა და ტენდენციებს შეისწავლიან. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა და თელავის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა მოაწერეს.
პროექტის მიზანია ქალაქ თელავის მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველი ოცწლეულის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპებისა და ტენდენციების შესწავლა, ნათქვამია ეროვნული არქივის განცხადებაში.
კვლევების დასრულების შემდეგ საარქივო დოკუმენტები და ფოტოები ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება.
ამასთან, იგეგმება დამუშავებული და გაანალიზებული მასალის აკადემიური გამოცემა, ეროვნულ არქივში დაცული შესაბამისი ფოტოებისა და სხვა დოკუმენტური მასალების გამოყენებით.
თელავის ისტორია
თელავი — კახეთის ისტორიული დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია. ტურიზმის კუთხით რეგიონში იგი სიღნაღის შემდეგ მეორე ადგილზეა. თელავი გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას მდებარეობს, აქ ალაზანისა და იორის მდინარეები ჩამოედინებიან. უძველესი ქალაქი ზღვის დონიდან 500 მეტრზე, თბილისიდან — 158 კილომეტრში მდებარეობს.
თელავი მთელ საქართველოში კახური ღვინითაა ცნობილი.
ქალაქი მთის ძირშია გაშენებული, საიდანაც ალაზნის ველისა და კავკასიონის ლამაზი ხედები მოჩანს. ქალაქს სახელი თელას ხის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც ამ მხარეში იზრდება.
ქალაქის საარქივო დოკუმენტებში თელავი მეორე საუკუნეში დასახლებულ ადგილად მოიხსენიება. აქ დიდი საქარავნო გზა გადიოდა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს დასავლეთთან აკავშირებდა, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის განვითარებას.
IV-V საუკუნეებში ისტორიულ ნარკვევებში თელავი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად სახელდება. X —XI საუკუნეებში თელავი კახეთ-იმერეთის სამეფოს რეზიდენცია იყო.
დავით აღმაშენებლის მეფობის დროს (1089—1125 гг.) ქალაქმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა.
XVII საუკუნიდან კახეთის მეფის რეზიდენცია კვლავ თელავი გახდა, ხოლო 1762-1782 წლებში თელავში გადაიტანეს მეფეების რეზიდენცია, რომელსაც ბატონის ციხე უწოდეს.
1801 წელს, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, თელავი რაიონულ ცენტრად იქცა.
თელავის ღირსშესანიშნაობას იყალთოს აკადემია წარმოადგენს, რომელიც ცნობილია იმით, რომ აქ XII საუკუნეში ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი სწავლობდა. თანამედროვეობას აკადემიის მხოლოდ ფრაგმენტები შემორჩა. იყალთოს აკადემია 1616 წელს შაჰ-აბას I-მა გადაწვა და მან თავისი არსებობა შეწყვიტა. ამ დროიდან მოყოლებული იყალთოს აკადემიის აღდგენა-რესტავრაცია დღემდე არ დაწყებულა.