თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თურქეთში წუხელ განვითარებული მოვლენების თაობაზე სააგენტო Sputnik-ი რუსეთის წამყვან პოლიტოლოგობს დაუკავშირდა და მათი მოსაზრებები მოისმინა. მათთან საუბრიდან გამოირკვა, რომ ექსპერტების მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა.
მაგალითად, პოლიტექსპერტი მაქსიმ შევჩენკო დარწმუნებულია, რომ თურქეთის აეროპორტში მომხდარი აფეთქებებისა და სახელმწიფო გადატრიალების მომწყობები — ეს ერთი და იგივე ძალებია.
„ეს უბრალოდ სამხედრო-ფაშისტური გადატრიალების მცდელობაა. ფაშისტები ხელისუფლებაში ყოველთვის სამხედრო გზით მოდიან, ოღონდ დემოკრატიული ლოზუნგებით“, — განმარტავს პოლიტოლოგი და დასძენს, რომ ამბოხის ჩახშობა — „ეს თურქი ხალხის უკიდურესად მნიშვნელოვანი გამარჯვებაა".
მაქსიმ შევჩენკო თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ანტირუსულ მიმართულებას ხედავს.
„თქმა არ უნდა, რომ ძალებს, რომლებიც გადატრიალებას ცდილობდნენ, რუსეთთაზნ დაახლოება არ სურთ. მათი გამარჯვება კიდევ უფრო გაამწვავებდა ურთიერთობას თურქეთსა და რუსეთს შორის“, — აღნიშნა ექსპერტმა.
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტ ევგენი სატანოვსკის, ის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რომ ერდოღანმა საბოლოოდ გაიმარჯვა.
„არმია და თურქული ელიტის ნაწილი უკმაყოფილოა. არმიას სირიაში მასშტაბური კონფლიქტი არ სურს და არც არასდროს სურდა. არმიას არცერთ მეზობელთან არ უნდა კონფლიქტი — დაწყებული ეგვიპტითა და ირანით, დასრულებული რუსეთით. ერდოღანმა ძალიან გაამწვავა ვითარება“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა „სპუტნიკთან“ საუბარში.
სატანოვსკის აზრით, თურქეთის პრეზიდენტს მოწინააღმდეგეები საკუთარ, მმართველ პარტიაშიც კი ჰყავს, ვინაიდან ერდოღანის პოლიტიკური ნაბიჯები არსებითად ვნებდა და ანადგურებდა წლობით ნაშენებ თურქეთის სახელმწიფოს.
„მისი ბელადიზმი, ავტორიტარიზმი, სრულიად თურქეთის ოტომანთა პორტად გარდაქმნის მცდელობა, რომელსაც თავად ჩაუდგებოდა სათავეში ახალი სულთნის სახით, ისლამიზმის აყვავება — ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შლის იმას, რაც თურქეთში ათობითი წლის განმავლობაში იქმნებოდა“, — განაცხადა ახლოა აღმოსავლეთის სპეციალისტმა.
ევგენი სატანოვსკი დარწმუნებულია, რომ ვითარება თურქეთში კიდევ კარგა ხანს დარჩება დაძაბული.
შენიშვნა: ოსმანთა პორტა, ან მაღალი პორტა — დიპლომატიის ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული ტერმინი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მთავრობას, ანუ დიდი ვეზირისა და დივნის კანცელარიას აღნიშნავს.