თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. დაახლოებით 50 სამხედრო ამბოხებული ხელებაწეულები გამოვიდა ბოსფორის ხიდთან ჩამწკრივებული ტანკების კორდონს აქეთ, იუწყება РИА Новости თურქულ ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.
ტელეარხმა ამ მოვლენის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
Soldiers surrender, abandon tanks after failed coup attempt — Live updates here: https://t.co/bduBo11fJv #Turkey pic.twitter.com/L8HSdLoufs
— Al Jazeera News (@AJENews) July 16, 2016
ინტერნეტით ასევე ვრცელდება ამბოხებული ჯარისკაცების სხვა ადგილებში დაკავების ამსახველი ვიდეოებიც.
cnn'de darbecilere önce polis, sonra siviller müdahale etti pic.twitter.com/fiw5jVRC9v
— ismail saymaz (@ismailsaymaz) July 16, 2016
როგორც ცნობილია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად, დაღუპულია, სულ მცირე, 42 ადამიანი.
ამბოხებულთა ავიადარტყმების ქვეშ მოყვა თურქეთის პარლამენტი, Türksat-ის შენობა, პოლიციის აკადემია გიობაშის რაიონში. დაღუპულთა შორის არიან როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები.
ამას გარდა, თურქეთის შეიარაღებული ძალების გამანადგურებლებმა F-16 შეტევა მიიტანეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლესთან განლაგებულ ტანკებზეც, რა დროსაც ხუთამდე ადამიანი დაიღუპა.
მედიის მიერ გავრცელებული ინმფორმაცია დაკავებულთა შესახებ არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. ტელეარხი NTV საპოლიციო წყაროზე დაყრდნობით 336 დაპატიმრებულის თაობაზე იუწყება, ხოლო Haberturk-ის განცხადებით, დაკავებულთა რაოდენობა, მხოლოდ სტამბოლში, 600 კაცს აღემატება.
თურქეთის სახელმწიფო ტელეარხი TRT აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუცია უახლოეს ხანებში მომზადდება, მანამდე კი ქვეყანას, ეგრეთ წოდებული, „სამშვიდობო საბჭო“ მართავს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მიუხედავად რელიგიისა, რასისა და ენობრივი კუთვნილებისა.
თურქეთის პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომის გამართვას გეგმავს.