რჯეფ თაიიფ ერდოღანი: ამბოხება დასრულებულია

© AP Photo / Kayhan Ozerრეჯეფ ერდოღანი
რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ტერორიზმის აქტად შეაფასა.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ამბოხის დაწყებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ პირდაპირ ეთერში გამოჩნდა და განაცხადა, რომ თურქეთში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, ხოლო ამბოხებულები ტერორისტები არიან, იუწყება საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

პოლიცია ანკარის სამხედრო ბაზასთან - Sputnik საქართველო
ანკარაში 42 კაცია დაღუპული

„მათი გასამართლება, სავარაუდოდ, ტერორიზმის კვალიფიკაციით მოხდება“, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, ამბოხებულთა უმეტესი ნაწილი, რომელთა შორის არიან მაღალი რანგის ჩინოვნიკებიც,  უკვე დააკავეს.

„ეს იქნება თურქეთის არმიისთვის გაკვეთილი და თურქეთის არმია უნდა გაიწმინდოს და ეს წმენდა დაიწყება დღეიდან“, – განაცხადა ერდოღანმა.

მიუღებელია იმ სამხედროების ქმედება, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს უმიზნებენ  იარაღს, აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0