ანკარაში 42 კაცია დაღუპული

© REUTERS / TUMAY BERKINპოლიცია ანკარის სამხედრო ბაზასთან
პოლიცია ანკარის სამხედრო ბაზასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანკარაში ამ დროისათვის დაკავებულია დაახლოებით 130 ადამიანი, ხოლო სტამბოლში — 600.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად, დაღუპულია, სულ მცირე, 42 ადამიანი, ნათქვამია ანკარის პროკურატურის განცხადებაში.

ამბოხებულთა ავიადარტყმების ქვეშ მოყვა თურქეთის პარლამენტი, Türksat-ის შენობა, პოლიციის აკადემია გიობაშის რაიონში. დაღუპულთა შორის არიან როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები.

თურქი სამხედროები სტამბულში თაქსიმის მოედანს იცავენ - Sputnik საქართველო
თურქული NTV-ის პირდაპირი ეთერი — სახელმწიფო გადატრიალება თურქეთში

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მიიღო ცნობა გადატრიალების მომწყობი ერთ-ერთი გენერლის დაღუპვის თაობაზე, იუწყება РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

პრემიერის თქმით, ანკარაში უკვე დაკავებულია ამბოხებაში მონაწილე 130-მდე ადამიანი.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან სტამბოლშიც — 600 კაცი.

მანამდე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ გაწმენდს არმიას მოღალატეებისგან. ის მოსახლეობას დაპირდა, რომ შეიარაღებულ ძალებში ბევრს დააპატიმრებდა, მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირებს.


ყველა ახალი ამბავი
0