ბოლო მონაცემები თურქეთიდან: დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

© REUTERS / STRINGERსამხედროები ბოსფორის ხიდზე
სამხედროები ბოსფორის ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, აუცილებლობის შემთხვევაში საელჩოს ცხელ ხაზზე დარეკონ.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეეები თურქეთში არ დაშავებულან, იუწყება სააგენმტო "Новости-Грузия" თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელზე დაყრდნობით. 

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის [საქართველოს მოქალაქეთა შორის] დაშავებულები არ არიან“, — განაცხადა საელჩოს თანამშრომელმა.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას აცნობებს:

თურქეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე (+905336903040; +905418184400) დაკავშირებას ვერ ახერხებენ, დამატებით გაცნობებთ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერს: 577984020

შეგახსენებთ: თურქეთში 15 ივლისის ღამით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად, დაღუპულია, სულ მცირე, 42 ადამიანი.  

ამბოხებულთა ავიადარტყმების ქვეშ მოყვა თურქეთის პარლამენტი, Türksat-ის შენობა, პოლიციის აკადემია გიობაშის რაიონში. დაღუპულთა შორის არიან როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები.

ამას გარდა, თურქეთის შეიარაღებული ძალების გამანადგურებლებმა F-16 შეტევა მიიტანეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლესთან განლაგებულ ტანკებზეც, რა დროსაც ხუთამდე ადამიანი დაიღუპა.

რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
რჯეფ თაიიფ ერდოღანი: ამბოხება დასრულებულია

მედიის მიერ გავრცელებული ინმფორმაცია დაკავებულთა შესახებ არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. ტელეარხი NTV საპოლიციო წყაროზე დაყრდნობით 336 დაპატიმრებულის თაობაზე იუწყება, ხოლო Haberturk-ის განცხადებით, დაკავებულთა რაოდენობა, მხოლოდ სტამბოლში, 600 კაცს აღემატება.

თურქეთის სახელმწიფო ტელეარხი TRT აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუცია უახლოეს ხანებში მომზადდება, მანამდე კი ქვეყანას, ეგრეთ წოდებული, „სამშვიდობო საბჭო“ მართავს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მიუხედავად რელიგიისა, რასისა და ენობრივი კუთვნილებისა.

თურქეთის პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომის გამართვას გეგმავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0