თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიზანშეწონილია, რომ ყველა მოქალაქემ, რომელიც დღეს თურქეთში იმყოფება, თავი შეიკავოს ზედმეტი გადაადგილებისგან და მაქსიმალურად იყოს კონტაქტზე ჩვენს საელჩოსთან, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს ცხელ ხაზს, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ფეისბუქის“ გვერდზე.

„მიზანშეწონილია, რომ ყველა მოქალაქემ, რომელიც დღეს თურქეთში იმყოფება, თავი შეიკავოს ზედმეტი გადაადგილებისგან და მაქსიმალურად იყოს კონტაქტზე ჩვენს საელჩოსთან, ასევე გენერალურ საკონსულოსთან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს ცხელ ხაზს“, – განაცხადა მინისტრმა.

რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
რჯეფ თაიიფ ერდოღანი: ამბოხება დასრულებულია

არსებობს მუდმივი კონტაქტი ჩვენს მოქალაქეებთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველგვარი პრობლემა თავიდან იქნება აცილებული, აღნიშნა ჯანელიძემ.

მისი განცხადებით,  გარკვეული პანიკა იყო, აეროპორტებში მოქალაქეები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ფრენების გადადების გამო. რა თქმა უნდა, სიტუაცია არის შემაშფოთებელი, მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.  

„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება“, — აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას ქართული ცეკვის ანსამბლის შესახებ და აღნიშნავს, რომ ანსამბლის წევრები უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.

ბოსფორის ხიდი - Sputnik საქართველო
ქართველი ბავშვებით სავსე ავტობუსი ბოსფორის ხიდიდან 70 კმ-შია გაჩერებული

„სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სტამბოლში მყოფ მოცეკვავეთა ანსამბლს, გაცნობებთ, რომ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ანსამბლის წარმომადგენლებს. ბოლო ინფორმაციით, ისინი იმყოფებიან სტამბოლის მახლობლად მდებარე ქალაქში, საკონსულოს რჩევით მათ შეწყვიტეს გადაადგილება, დაბინავდნენ უსაფრთხო ადგილას და მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან საკონსულოსთან“, – აღნიშნული სამინისტროს განცხადებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის +905336903040; +905418184400; ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ამ ნომრებზე დაკავშირება ვერ მოხერხდება, შესაძლებელია დარეკვა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე: 577984020.


ყველა ახალი ამბავი
0