საქართველო განაგრძობს სატრანზიტო ავტომაგისტრალის განვითარებას

© Сайт Георгия Квирикашвилиსაქართველოს ძირიტადი სატრანზიტო გზის გახსნა
საქართველოს ძირიტადი სატრანზიტო გზის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის გზის 9 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო 2 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი.

თბილისი 15 ივლისი — Sputnik. დღეს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი ბაში-დაფნარის მონაკვეთი გაიხსნა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.

ახალი საგზაო მონაკვეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ  და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ გახსნეს.

„ამ გზის მეშვეობით მგზავრებს საშუალება ექნებათ გვერდი აუქციონ მჭიდროდ დასახლებულ სამტრედიას და უფრო სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გააგრძელონ გზა. ეს არის კიდევ ერთი ქვეპროექტი იმ დიდი პროექტისა, რასაც საქართველოს სატრანზიტო ავტომაგისტრალის განვითარება ჰქვია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სამუშაოებში. მადლობას ვუხდი კონტრაქტორ კომპანიას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელმაც კარგი მენეჯმენტი გაუწია ამ პროექტს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის გუნდს, ჩვენს პარტნიორებს — იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB)," — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

სატვირთო მატარებლები - Sputnik საქართველო
უკრაინიდან კავკასიის გავლით სატრანზიტო გადაზიდვებზე სატარიფო ოქმი ხელმოწერილია

ბაში-დაფნარის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს ქუთაისის შემოვლითი — სამტრედიის (24 კმ-იანი გზის)  9 კილომეტრიან და სამტრედია-გრიგოლეთის (11.5 კმ-იანი გზის)  2 კილომეტრიან (2 ზოლი) მონაკვეთებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბაშის კვანძიდან იწყება და არსებულ გზას დაფნართან უერთდება.

ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის გზის 9  კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო  2 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი. სამშენებლო სამუშაოები, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაფინანსებით კომპანია “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ —მა განახორციელა.  

აღმოსავლეთ დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალი - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილი მაგისტრალის მოდერნიზაცია გრძელდება

სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მოწყობას.  პროექტს  ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.

გზის აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ქალაქ სამტრედიაში შესვლის გარეშე, გაცილებით სწარფად და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. გარდა ამისა, ახალ გზაზე გადართვა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

 

ყველა ახალი ამბავი
0