ფოთში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

© courtesy of Poti Theatreფოთის გუნიას სახელობის თეატრის სცენა
ფოთის გუნიას სახელობის თეატრის სცენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე თავის შემოქმედებას წარმოადგენენ თეატრალური დასები საქართველოდან, ბელარუსიდან, პოლონეთიდან და ირანიდან.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ფოთში 17-27 ივლისს რეგიონული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.

ფესტივალი, ტრადიციულად, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.

წელს, გარდა საქართველოს რეგიონებიდან 17 სახელმწიფო თეატრალური დასისა, სცენაზე წარდგებიან კოლექტივები პოლონეთიდან, ბელარუსიდან და ირანიდან.

მარჯანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო
საქართველო კომედიის ფესტივალს უმასპინძლებს

პოლონურ თეატრალურ შემოქმედებას წარმოადგენს „ახალი თეატრი“ ზაბჟედან (TEATR NOWY W ZABRZU), ბელარუსულს — ანდრეი სავჩენკოს თეატრალური პროექტი „ბაღი“ და „თეატრი ჩ“. ირანიდან მოწვეულია დამოუკიდებელი თეატრალური პროექტი „მოჩვენებითი ხელოვნება“ (Idle Arts — Iran).

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები, რომლებიც დაიდგა რუსი მწერლის ანტონ ჩეხოვის, ავსტრიელი რომანისტის ელფრიდა ელინეკის, ამერიკელი დრამატურგისა და პულიცერის პრემიის ლაურეატის ტენესი უილიამსის, ფრანგი მწერლების ერიკ-ემანუელ შმიტისა და ეჟენ იონესკოს, ინგლისელი დრამატურგის ტომას ბრენდონის და სხვათა ნაწარმოებების მიხედვით.

მაქსიმ ავერინი - Sputnik საქართველო
მაქსიმ ავერინი: მე უბრალოდ შეყვარებული ვარ

ქართველი კლასიკოსებიდან სცენაზე წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, ასევე თანამედროვე მწერლების ნაწარმოებების მოტივებზე შექმნილი სპექტაკლები.

ფესტივალის ფარგლებში უცხოელი მონაწილეებისთვის დაგეგმილია კულტურულ-გასართობი ღონისძიებები, მათ შორის მუსიკალური კონცერტები და ექსკურსიები.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფოთში 2015 წელს დააარსა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდმა „დღეს“. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ფოთის მერია.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია საქართველოს დამსახურებული არტისტი ნინელი ჭანკვეტაძე.

2016 წელს ფესტივალი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის Check in Georgia ფარგლებში ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0