მაქსიმ ავერინი: მე უბრალოდ შეყვარებული ვარ

© Sputnik, Levan Avlabreliმაქსიმ ავერინი
მაქსიმ ავერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა რუსმა მსახიობმა მაქსიმ ავერინმა რუსთაველის დრამატული თეატრის სცენაზე მონოსპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“ წარადგინა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. რუსეთის თეატრისა და კინოს მსახიობმა და ტელევიზიის წამყვანმა მაქსიმ ავერინმა ქართველებს ყველაზე თეატრალური ერი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან მისი რომანი დიდი ხანია გრძელდება.

„ვთვლი, რომ თეატრს და ზოგადად, ხელოვნებას, მუსიკას, მხატვრობას საზღვრები და ეროვნება არ აქვს. ამიტომ ჩემთვის საქართველო — უდიდესი ხელოვნების ქვეყანაა, ხოლო ყველაზე თეატრალური ერი — ქართველები  არიან“, — განაცხადა მაქსიმ ავერინმა ქართველ მაყურებელთან შეხვედრისას.

მაქსიმ ავერინმა რუსთაველის დრამატული თეატრის სცენაზე მონოსპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“ წარადგინა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა.

© LEVAN AVLABRELIმაქსიმ ავერინის მონოსპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“
მაქსიმ ავერინის მონოსპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“ - Sputnik საქართველო
მაქსიმ ავერინის მონოსპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“

„მე უბრალოდ შეყვარებული ვარ. ეს სინამდვილეში რომანია, რომელიც დიდი ხანია გრძელდება. 18 წლის წინ, როდესაც „ჰამლეტით“ ჩამოვედით თბილისში, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მსახიობი ვიყავი და მასიურ სცენებში ვთამაშობდი, მაგრამ მაშინვე შევიცანი მაყურებლის ენერგია. აქ უკვე მესამე დღეა ვარ და სიამოვნებას მანიჭებს ის განცდა, რომ ეს სული ამ დრომდე შენარჩუნებულია“, — აღნიშნა ავერინმა.
ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე, მსახიობმა უპასუხა: „მოდით, პოლიტიკა პოლიტიკად დავტოვოთ. ჩვენ XIV საუკუნიდან ერთად ვართ. დიდმა ბიჭებმა ითამაშონ, ჩვენ კი უბრალოდ ვიცხოვროთ. ვგრძნობ, რომ მე თქვენი, აქაურობის ნაწილი ვარ. დღეს მითხრეს: შენ ქართველი ხარ! და მე ძალიან ბედნიერი ვარ!“, — განაცხადა ავერინმა.

© LEVAN AVLABRELIმაქსიმ ავერინის მონოსპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“
მაქსიმ ავერინის მონოსპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“ - Sputnik საქართველო
მაქსიმ ავერინის მონოსპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“

მაქსიმ ავერინი საქართველოში საქველმოქმედო აქციის „შენ, მე, ჩვენ — ერთად სიცოცხლისთვის“ ფარგლებში გამოვა. საღამოდან შემოსული თანხა შეჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება, აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

რუსთაველის დრამატული თეატრის სცენაზე მაქსიმ ავერინის მონოსპექტაკლის ჩვენება მაყურებლის თხოვნით  3 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება.

© LEVAN AVLABRELIმაქსიმ ავერინის მონოსპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“
მაქსიმ ავერინის მონოსპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“ - Sputnik საქართველო
მაქსიმ ავერინის მონოსპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“

რუსი მსახიობის კონცერტი საქართველოს კულტურის პალატისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაიგეგმა.

ყველა ახალი ამბავი
0