საქართველო კომედიის ფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnikმარჯანიშვილის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი კვირის განმავლობაში თეატრის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული და უცხოური თეატრების შემოქმედებას გაეცნონ.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. გორში საერთაშორისო თეატრალური კომედიის ფესტივალი გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 5-23 ივნისის პერიოდში მესამედ გაიმართება. 

ღონისძიებაში პოლონეთის, უკრაინისა და ბულგარეთის თეატრალური დასები მიიღებენ მონაწილეობას, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 ფესტივალზე ვარნას (ბულგარეთი) დრამატული თეატრი „რევიზორს“, ლესია კურბასას(უკრაინა) სახელობის ახალგაზრდული თეატრი სპექტაკლს „გოდოს მოლოდინში“, ხოლო პოლონური თეატრი კი კომედია Guguly-ს წარადგენს. 

მაქსიმ ავერინი - Sputnik საქართველო
მაქსიმ ავერინი: მე უბრალოდ შეყვარებული ვარ

ქართულ თეატრალურ კომედიურ ხელოვნებას საქართველოში არსებული 20 თეატრალური დასი წარმოადგენს.

ქართულ პროგრამაში შესულია ისეთი თეატრალური დადგმები, როგორიცაა „სტრიპტიზი“ — სამეფო უბნის თეატრი, „გიჟი ოლიმპიელები“ — პანტომიმის თეატრი, „ყველაფერი ქალების შესახებ“ — რუსთავის დრამატული თეატრი, „ორი ვოდევილი სიყვარულზე“ — ახმეტელის თეატრი, „ხანუმა“ — თელავის თეატრი და სხვა.

5 ივნისს ფესტივალი, ტრადიციულად,  მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლით“ შეცდომათა კომედია“ გაიხსნება. 

ბალეტი ანა კარენინა - Sputnik საქართველო
ბორის ეიფმანის თეატრი - ამბავი ქალისა, რომელსაც მხოლოდ სიყვარული სურდა
 

კომედიის ფესტივალის გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც 22 ქართველი თეატრმცოდნე იქნება.

ფესტივალს, გასული წლის გამარჯვებული, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლი „ჭირვეულის მორჯულება“ და დათო ევგენიძის საქველმოქმედო კონცერტი დახურავს. 

ბილეთების შეძენა, რომლის ღირებულებაც 10-15 ლარია, მარჯანიშვილის თეატრისა და გიორგი ერისთავის თეატრის სალაროებშია შესაძლებელი.


ყველა ახალი ამბავი
0