თბილისში ოპერის მომღერლის თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავი გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი ოპერის მომღერლის, პედაგოგისა და მსახიობის თენგიზ მუშკუდიანის სახელობის ვარსკვლავის გახსნა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თბილისის სახელმწიფო თეატრის წინ 14 ივლისს გაიმართება.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი ოპერის მომღერლის, პედაგოგისა და მსახიობის თენგიზ მუშკუდიანის სახელობის ვარსკვლავის გახსნა  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თბილისის სახელმწიფო თეატრის წინ 14 ივლისს გაიმართება.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის წინ 19 საათზე თეატრში საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართება.

ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
ნინო სურგულაძემ იტალიური „საოპერო ოსკარი“ მიიღო

როგორც თეატრში იუწყებიან, სცენაზე მუშკუდიანის მოსწავლები და მოწვეული სოლისტები იმღერებენ. მათ შორის არიან მომღერლები თეიმურაზ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, ლიანა კალმახელიძე, ალექსანდრე ხომერიკი და სხვები.

საღამო ჩატარდება ოპერის თეატრის ორკესტრის მუსიკალური გაფორმებით დირიჟორების  ზაზა აზმაიფარაშვილის, რევაზ ტაკიძის და გიორგი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით.

თენგიზ ვარლამის ძე მუშკუდიანი  1927 წელს თბილიში დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, იმავე წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა ბანის პარტიებს.

მედეა ამირანაშვილი - Sputnik საქართველო
მედეა ამირანაშვილს ოპერის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან

თენგიზ მუშკუდიანის რეპერტუარში იყო ბორის და პიმენის პარტიები (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), მეფისტოფელის(გუნოს "ფაუსტი"), დონ ჯოვანის(მოცარტის "დონ ჯოვანი") და მრავალი სხვა. 

1960-61 წელს მუშკუდიანი გადიოდა სტაჟირებას დიდ თეატრში. 1978 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში. 1964 წლიდან საქართველოს სახალხო არტისტი.

თენგიზ მუშკუდიანი  გადაღებულია კინოშიც,  ორ კინოსურათში-"აბეზარა" (1956) და  "დიდოსტატის მარჯვენა"(1969-1970).


ყველა ახალი ამბავი
0