მედეა ამირანაშვილს ოპერის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან

© Личный архив М. Амиранашвилиმედეა ამირანაშვილი
მედეა ამირანაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპექტაკლ „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო განმეორებით წარმოდგენა, რომელიც ასევე 31 იანვარს გაიმართება, გამოჩენილ ქართველ მომღერალ მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება, რომელიც თავის დროზე ეთერის პარტიას საუცხოოდ ასრულებდა.

თბილისი, 30 იანვარი —  Sputnik. გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერლისა და პედაგოგის მედეა ამირანაშვილის სახელობის ვარსკვლავი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის განახლებული შენობის წინ 31 იანვარ გაიხსნება, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

მრავალწლიანი რესტავრაციის შემდეგ თეატრი 2016 წლის 30 იანვარს ზაქარია ფალიშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერით“ საზეიმოდ გაიხსნება. დამდგმელი რეჟისორია გიზო ჟორდანია. წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი შეასრულებენ. 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის საზეიმო კვირეული იწყება

სპექტაკლ „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო განმეორებით წარმოდგენა, რომელიც ასევე 31 იანვარს გაიმართება, გამოჩენილ ქართველ მომღერალ მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება. 

მედეა ამირანაშვილი 1930 წელს სოფელ შორაპანში, სახალხო არტისტების პეტრე ამირანაშვილისა და ნადეჟდა ცომაიას ოჯახში დაიბადა.

1953 წელს მედეამ თბილისის სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია დაამთავრა, 1950-იან წლებში კი თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო სტუდიის სოლისტი იყო.

მას გასტროლი ჰქონდა  ჩეხეთში, პოლონეთში, რუმინეთში,  უნგრეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, კანადასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

მედეა ამირანაშვილი არის მ. გლინკას სახელობის ვოკალისტთა კონკურსისა (მეორე პრემია, 1960წ) და მადამ ბატერფლაის პარტიის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის (მესამე პრემია, 1970 წ, ქ. ოსაკა).

მის მიერ შესრულებული ვოკალური პარტიებიდან განსაკუთრებით ცნობილია  ეთერის („აბესალომ და ეთერი“) და მაროს („დაისი“) პარტიები. ასევე ტატიანას პარტია „ევგენი ონეგინიდან“, მარგარიტა „ფაუსტში“, მარგარიტა „ფაუსტში“, დეზდემონა „ოტელოში“ და ვიოლეტა „ტრავიატაში“.

1972 წლიდან მედეა ამირანაშვილი თბილისის კონსერვატორიაში მოღვაწეობს.


ყველა ახალი ამბავი
0